GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 13 ივნისის 12:00 საათიდან 14 ივნისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 13 ივნისს სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
სოფელ დიღომში - მარშალ გელევანის გამზირს, გიორგი ბრწყინვალეს, გოგიაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, თოფჩიშვილის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ანდრონიკაშვილის, ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბაქრაძის, გოთუას, ლვოვის, ლომონოსოვის, ასათიანის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს.
საბურთალოს რაიონში - ქოშიგორას, ნოზაძის, ხელაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს და კერძო დასახლებებს;
დიდუბის რაიონში - აღამაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის ნაწილს.
გლდანის რაიონში - ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0