მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა

© Ministry for Emergency Situations of the Republic of Kazakhstanხანძარი აბაის ოლქში
ხანძარი აბაის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2023
გამოწერა
ყაზახეთის ლიდერმა დაღუპული მეტყევეების ოჯახებს მიუსამძიმრა და დამნაშავეების დასჯას დაჰპირდა.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რესპუბლიკის აღმოსავლეთში დიდი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად 12 ივნისი ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
სახელმწიფოს მეთაურმა დაღუპული მეტყევეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ჩვენი ხალხისთვის. გისურვებთ გამძლეობას ამ მძიმე მომენტში. ვიზიარებ თქვენი დანაკარგის სიმწარეს. მე დავავალე მთავრობას გაგიწიოთ ყველა შესაძლო მხარდაჭერა, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა დახმარება", - განაცხადა ტოკაევმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ ტრაგედიაში დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
ტყის ხანძარი აბაის რაიონში 8 ივნისს მეხის დაცემის შემდეგ გაჩნდა. ხანძარს ემსხვერპლა „სემეი ორმანის“ ნაკრძალის 14 თანამშრომელი. ხანძრის ფართობმა 60 ათას ჰექტარს გადააჭარბა. ცეცხლის ჩაქრობაში 300 ერთეული ტექნიკა, 1500-მდე ადამიანი და 11 ვერტმფრენი იყო ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0