სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეზიდთა თემს „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაული მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული დღესასწაული
ეროვნული დღესასწაული - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2023
გამოწერა
ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეზიდთა თემს „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად ივნისში კვირა დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღემდე (როჟა მაზალა) თბილისში ეზიდის ტაძრის დღესასწაული აღინიშნება. ეზიდური ტრადიციით, თითოეულ ტაძარს აქვს იმ წმინდანისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომლის სახელზეც აგებულია ტაძარი.
„ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას უნდა დაუბრუნდეს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ეზიდთა თემს კეთილდღეობა უსურვა.
ტავაფა - საქართველოს ეზიდთა თემის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია.
ყველა ახალი ამბავი
0