https://sputnik-georgia.com/20230611/ramdeni-patimaria-cixeebshi-statistika-278453080.html
რამდენი პატიმარია საქართველოში: ახალი სტატისტიკა
რამდენი პატიმარია საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება. 11.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-11T09:40+0400
2023-06-11T09:40+0400
2023-06-11T09:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260367143_0:145:1280:866_1920x0_80_0_0_0216b75db8b53391f339ff722dfb926c.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 მაისის მონაცემებით, 9.594 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 332 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 13 არასრულწლოვანია. 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 82,3%-ით იყო შევსებული.2023 წლის 1 მაისისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 19,2%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 28 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 61 პირი.მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.2023 წლის 1 მაისისთვის განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 1,8 ათასი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 13 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 9 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათგან ძირითადი ნაწილი -ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 180 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში2023 წლის 1 მაისისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 49 ქვეყნის 701 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,3%-ს შეადგენს.უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 73 ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. პატიმართა სიკვდილიანობასაქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების შედეგად 4 პატიმარი გარდაიცვალა.ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, მეორის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადებები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 23,5 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 95 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 364 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 28 ქალი და 3 არასრულწლოვანია.წყარო - საქსტატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260367143_56:130:1163:960_1920x0_80_0_0_107934b25105a2e970db6053cdbb696c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი
რამდენი პატიმარია საქართველოში: ახალი სტატისტიკა
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 მაისის მონაცემებით, 9.594 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 332 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 13 არასრულწლოვანია. 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 82,3%-ით იყო შევსებული.
2023 წლის 1 მაისისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 19,2%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 28 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 61 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2023 წლის 1 მაისისთვის განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 1,8 ათასი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 13 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 9 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათგან ძირითადი ნაწილი -ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 180 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 მაისისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 49 ქვეყნის 701 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,3%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 73 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების შედეგად 4 პატიმარი გარდაიცვალა.
ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, მეორის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადებები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 23,5 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 95 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 364 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 28 ქალი და 3 არასრულწლოვანია.