https://sputnik-georgia.com/20230611/fexburti-dasaxelda-saqartvelos-supertasis-gatamasebis-tariri-278467969.html
ფეხბურთი: დასახელდა საქართველოს სუპერთასის გათამაშების თარიღი
ფეხბურთი: დასახელდა საქართველოს სუპერთასის გათამაშების თარიღი
Sputnik საქართველო
სუპერთასის მასპინძლის სტატუსით ისარგებლებენ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ 11.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-11T17:46+0400
2023-06-11T17:46+0400
2023-06-11T17:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24403/50/244035020_0:0:3189:1794_1920x0_80_0_0_bcf95bd77959060200d663a42332f0f3.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.წელს პირველად ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება – საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.ესენი არიან: მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.30 ივნისს ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ბათუმის „დინამოს“. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.სუპერთასის შეხვედრებში მასპინძლის სტატუსით საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ ისარგებლებენ. საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.აქამდე საქართველოს ფეხბურთის სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი იბრძოდნენ. 2022 წელს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24403/50/244035020_265:0:2996:2048_1920x0_80_0_0_ac93586468ae4e089bf7202cfe58066b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფეხბურთი: დასახელდა საქართველოს სუპერთასის გათამაშების თარიღი
სუპერთასის მასპინძლის სტატუსით ისარგებლებენ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
წელს პირველად ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება – საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ესენი არიან: მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.
30 ივნისს ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ბათუმის „დინამოს“. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
სუპერთასის შეხვედრებში მასპინძლის სტატუსით საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ ისარგებლებენ. საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.
აქამდე საქართველოს ფეხბურთის სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი იბრძოდნენ. 2022 წელს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა.