https://sputnik-georgia.com/20230610/ukanono-tevzwera-saqartvelosi-278447315.html
უკანონო თევზჭერა საქართველოში: სამართალდარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა მაისში
უკანონო თევზჭერა საქართველოში: სამართალდარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა მაისში
Sputnik საქართველო
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ სახლართ ბადეს, ელექტროშოკურ აპარატს, გოდორ-ყურეს. 10.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-10T18:44+0400
2023-06-10T18:44+0400
2023-06-10T18:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250644289_0:299:3109:2048_1920x0_80_0_0_849db0270717736357c223c24da9c651.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 5 სამართალდარღვევა, 4-4 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და გურიაში, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, აჭარაშიც - 1. 10 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები აღკვეთილია დედაქალაქშიც - მაისში თბილისში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა.დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 6, გოდორ-ყურით - 15 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 39 ფაქტი.„ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.მაისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 825 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, ბაზალეთის ტბიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან და მდინარე აჭისწყლიდან. ასევე ამოღებულია 15 ერთეული თევზმახე - „გოდორი“ და 1 ე.წ. ფაცერი.უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250644289_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6267b39434c9507aa51864ff32ee260f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
უკანონო თევზჭერა საქართველოში: სამართალდარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა მაისში
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ სახლართ ბადეს, ელექტროშოკურ აპარატს, გოდორ-ყურეს.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 5 სამართალდარღვევა, 4-4 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და გურიაში, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, აჭარაშიც - 1. 10 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები აღკვეთილია დედაქალაქშიც - მაისში თბილისში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა.
„ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, გოდორ-ყურე და სხვა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 6, გოდორ-ყურით - 15 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 39 ფაქტი.
„ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 825 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, ბაზალეთის ტბიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან და მდინარე აჭისწყლიდან. ასევე ამოღებულია 15 ერთეული თევზმახე - „გოდორი“ და 1 ე.წ. ფაცერი.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.