https://sputnik-georgia.com/20230610/qartveli-mebrzoli-romelic-ukrainasi-darupuli-egonat-cocxali-armocnda-278438676.html
ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა
ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
ინფორმაცია ბახმუტთან ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ 7 ივნისს გავრცელდა. 10.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-10T11:20+0400
2023-06-10T11:20+0400
2023-06-13T18:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/86/248728610_0:0:3079:1733_1920x0_80_0_0_9d14166d5abc277a3c4c23540724cfad.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქართველი მებრძოლის ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.ინფორმაცია ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ 7 ივნისს გავრცელდა. მედია იუწყებოდა, რომ მუშუქია დაბომბვას ემსხვერპლა და ის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული ჯერ არ იყო.„ბრძოლები მიდიოდა და რაღაც მომენტში ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ. მთელი ამ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მათ ვეძებდით, როგორც ჩანს, გავრცელდა ხმები მათი დაღუპვის შესახებ“, - განაცხადა „მთავარ არხთან" უკრაინაში ბატალიონ „ხორტის" მეთაურმა პაველ პატარაცკმა.„ხორტის მეთაური" ხელმძღვანელობდა 11-საათიან სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ცხედრების და სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის, მათ შორის ზურაბ მუშუქიას გამოყვანა მოხერხდა.ზურაბ მუშუქია უკვე დაუკავშირდა ტელეფონით ოჯახს საქართველოში, რომელიც მას უკვე გლოვობდა.2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/86/248728610_350:0:3079:2047_1920x0_80_0_0_96b0ca69c2e0bc1080535b65b54ecccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა
11:20 10.06.2023 (განახლებულია: 18:46 13.06.2023) ინფორმაცია ბახმუტთან ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ 7 ივნისს გავრცელდა.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქართველი მებრძოლის ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ინფორმაცია ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ 7 ივნისს გავრცელდა. მედია იუწყებოდა, რომ მუშუქია დაბომბვას ემსხვერპლა და ის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული ჯერ არ იყო.
„ბრძოლები მიდიოდა და რაღაც მომენტში ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ. მთელი ამ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მათ ვეძებდით, როგორც ჩანს, გავრცელდა ხმები მათი დაღუპვის შესახებ“, - განაცხადა „მთავარ არხთან" უკრაინაში ბატალიონ „ხორტის" მეთაურმა პაველ პატარაცკმა.
„ხორტის მეთაური" ხელმძღვანელობდა 11-საათიან სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ცხედრების და სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის, მათ შორის ზურაბ მუშუქიას გამოყვანა მოხერხდა.
ზურაბ მუშუქია უკვე დაუკავშირდა ტელეფონით ოჯახს საქართველოში, რომელიც მას უკვე გლოვობდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.