„ყინვა და პატარა მოწაფე“: თბილისში გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა

© courtesy of Wagonnet Filmsგიორგი ოვაშვილი
გიორგი ოვაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2023
გამოწერა
ფილმის მოგვითხრობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში არსებულ სკოლაზე, რომელიც დახურვის პირასაა.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, ფილმების „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“ ავტორის, გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა.
XIX საუკუნის პოეტის, ნიკო ლომოურის ლექსი „ყინვა და პატარა მოწაფე“ იგივე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესაქმნელად რეჟისორის ინსპირაცია გახდა.
ფილმის მოგვითხრობს მაღალმთიან რეგიონში არსებულ სკოლაზე, რომელიც დახურვის პირასაა. რეჟისორის თქმით, ფილმი „ყინვა და პატარა მოწაფე“ მომავალ თაობას მიზნის მისაღწევად დაუღალავ ბრძოლაზე უყვება.
© Courtesy of Giorgi Ovashviliაფიშა ფილმისთვის „ყინვა და პატარა მოწაფე“
Афиша к фильму Георгия Овашвили Холод и маленький ученик - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2023
აფიშა ფილმისთვის „ყინვა და პატარა მოწაფე“
„ფილმის იდეა არის მომავალი თაობისთვის იმ მთავარი შეტყობინების მიტანა, რაც არის მნიშვნელობა განათლების, სკოლის, ბრძოლის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი არის შესაძლებელი“, - ამბობს ავტორი.
ფილმზე მუშაობდა ცნობილი მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე, რომელმაც ნახატების სერია სპეციალურად ფილმისთვის შექმნა. ფერმწერის თქმით, ეს მისთვის კინოში მუშაობის პირველი გამოცდილებაა.
„ძალიან საინტერესო სამყაროს შევეხე და შევქმენი ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც პრემიერაზე იქნება წარმოდგენილი გამოფენის სახით. ნამდვილად ძალიან ვისიამოვნე“, - უამბო ჟურნალისტებს მხატვარმა.
ფილმში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ბავშვები საქართველოს სხვადასხვა სოფლებიდან მონაწილეობენ. ფილმი არის რამდენიმე ქვეყნის კინემატოგრაფისტების კოპროდუქცია - საქართველოს, გერმანიის, ისრაელის, ირანის, თურქეთის და ყირგიზეთის.
ყველა ახალი ამბავი
0