https://sputnik-georgia.com/20230609/ruset-ukrainis-konfliqti-278410613.html
მოსაზრება: უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა კატასტროფაა აშშ-ისა და ნატოსთვის
მოსაზრება: უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა კატასტროფაა აშშ-ისა და ნატოსთვის
უკრაინის შეტევის პირველი სამი დღის (4-7 ივნისი) დინამიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის გეგმების წარუმატებლობას აჩვენებს მთავარი მიმართულებით ... 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T12:24+0400
2023-06-09T12:24+0400
2023-06-09T17:59+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278400311_0:111:1845:1149_1920x0_80_0_0_622213bafcc408d04d9ba21b713f6b0e.jpg
უკრაინის შეტევის პირველი სამი დღის (4-7 ივნისი) დინამიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის გეგმების წარუმატებლობას აჩვენებს მთავარი მიმართულებით — ზაპოროჟიეში, ასევე არტიომოვსკში, ბელგოროდსა და სხვა უბნებზე. უკრაინის არმიის მოიერიშე ქვედანაყოფების პირველი ეშელონი დიდწილად განადგურებულია. კიევს ბრძოლაში მეორე ეშელონის ბრიგადები შეჰყავს — საარტილერიო და ჯავშანტექნიკის ყველა დარჩენილი რეზერვი. რუსეთის თავდაცვა შეუვალია კონტაქტის მთელ ხაზზე.მხოლოდ შეტევის პირველი სამი დღის განმავლობაში უკრაინამ ყველა მიმართულებით დაკარგა 3715 სამხედრო მოსამსახურე, 52 ტანკი, 207 ჯავშანმანქანა, 134 ავტომობილი, ხუთი თვითმფრინავი და ორი შვეულმფრენი.კიევის რეჟიმი დაუფიქრებლად წვავს რეზერვებსა და რესურსებს ზაპოროჟიეს მიმართულებით, ცდილობს რა გაიჭრას აზოვის მიუწვდომელი ზღვისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით. აქ, ქალაქ ორეხოვთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ტანკები Leopard 2A4.8 ივნისის ღამით რუსეთის ჯარებმა რამდენიმე შეტევითი ტალღა მოიგერიეს ზაპოროჟიეს მიმართულებით, გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და 30 ჯავშანმანქანა. HIMARS-ებისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა M270-ების გამოყენების მცდელობა რუსეთის თავდაცვითი პოზიციების წინააღმდეგ ჩაიშალა.კიევის დეზინფორმაცია არტიომოვსკის რაიონში უკრაინული ჯარების 1100 მეტრით წინსვლის შესახებ და ხელოვნური წყალდიდობა ხერსონის რეგიონში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, ვერ მალავს შეტევის ჩავარდნას. სინამდვილეში არტიომოვსკის მთელი ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.კლეშჩეევკას მახლობლად უკრაინული შენაერთების თავდასხმის პირველი ტალღა ნაღმების ველებს შეეჯახა, რა დროსაც მეორე ტალღამ დაიწყო მიწოლა. რუსმა არტილერისტებმა და ავიატორებმა ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 13 ტანკი და ჯავშანმანქანა დატოვეს ცეცხლში გახვეული.აღმოსავლეთში ემოციურად აცხადებენ, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ძალისხმევით უკვე გადაიქცა „დედამიწაზე ჯოჯოხეთად“.დასავლეთი ჩიხიდან გამოსავალს ეძებსუკრაინისა და ნატოს შეიარაღებული ძალების დამარცხება ე.წ. აზოვის ზღვის ბრძოლაში დღეს გარდაუვალი ჩანს: მოწინავე ჯარების პირველი ეშელონის შესაძლებლობები მთლიანად ამოწურულია, ხოლო მეორე ეშელონი რუსული ჯარების აუღებელ პოზიციებს აწყდება.ამის შემდეგ სპეცოპერაციის ზონაში მოსალოდნელია კიევის რეჟიმის ახალი ხელოვნური (ბირთვული) კატასტროფები, ალიანსის ცალკეული ქვეყნების ჯარების შესვლა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ან ნატოს პარლამენტიორების გამოჩენა ზავის წინადადებით. The Hill უკვე იტყობინება, რომ „ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში ამერიკის ინტერესებშია“.ბრიტანული გაზეთი Time ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ „კონტრშეტევა იქნება გარდამტეხი წერტილი თითქმის 16-თვიან ომში. კიევისთვის ეს არის მრავალთვიანი დამღუპველი კონფლიქტის კულმინაცია, რომელიც... საბოლოოდ განსაზღვრავს ომის შედეგს“.გერმანული გამოცემა Focus აცხადებს, რომ ინფორმაცია უკრაინის დიდი შეტევის შესახებ — ეს „სასურველის სინამდვილედ გამოცხადებაა“. ყველას ესმის, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა კატასტროფას ნიშნავს შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის, რომლებმაც ასობით მილიარდი დოლარი და ევრო ჩადეს „უკრაინულ პროექტში“.ასეა თუ ისე, დასავლეთი არც დღეს და არც უახლოეს მომავალში არ არის მზად, მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები. პენტაგონმა განაცხადა, რომ შესაძლოა კონფლიქტი მრავალწლიანი გამოდგეს, რაც თავისთავად მიუთითებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს სისუსტეზე.აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა რობერტ კენედი-უმცროსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კიევი რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაითრია და უკრაინა სასაკლაოდ გადააქცია, სადაც 350 ათასი ახალგაზრდა უკრაინელი დაიღუპა.ამერიკელი ანალიტიკოსები დაგვიანებით იხსენებენ ერაყისა და ავღანეთის ოკუპაციის მწარე გაკვეთილებს, სადაც მოწინააღმდეგემ აშკარად უგულებელყო ეშელონირებული თავდაცვა, არ გააჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემები Solntsepyok TOS, S-400, მეხუთე თაობის გამანადგურებლები, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები, ბირთვული წყალქვეშა ნავები და შეუზღუდავი მოქმედების თერმობირთვული იარაღი.რუსული არმია აგრძელებს შეტევას არტიომოვსკის დასავლეთით, უტევს უგლედარსა და მარიინკას. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ოპერაცია, კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე ოპტიმიზმს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შთააგონებს, რომელიც უკვე დიდი ხანია მარადისობის ზღურბლზე დგას და ჰაერს ესალმება.რით დასრულდება უკრაინული კონტრშეტევა და რუსული სპეცოპერაცია? არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ვირტუალური გამარჯვების შემდეგ კიევმა ხელი მოაწეროს კაპიტულაციას. დასავლეთს მოუწევს ძვირი გადაიხადოს ევროპაში მშვიდობისთვის — მარიონეტული რეჟიმის ლიკვიდაციით ვერ გამოძვრებიან, ხოლო უკრაინა ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1991, 2014 ან 2022 წლის დასაწყისის საზღვრებში დარჩეს.ნატოს უცხოური ჯარების 1997 წლის ფარგლებში გაყვანა მოუწევს. აშშ ჰეგემონის სტატუსს დაემშვიდობება და ოდესმე შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრებას ისწავლის. მსოფლიო მართლაც მრავალპოლარული და შედარებით უსაფრთხო გახდება. ხოლო შეერთებული შტატების ინტერესებისთვის დაღუპული ასობით ათასი უკრაინელი მწარე გაკვეთილი გახდება ამერიკის ყველა სხვა კოლონიისა და მონისთვის.რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278400311_313:0:1845:1149_1920x0_80_0_0_4f0e9124b3423c889b2f63fd53cd0f15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინის შეტევის პირველი სამი დღის (4-7 ივნისი) დინამიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის გეგმების წარუმატებლობას აჩვენებს მთავარი მიმართულებით — ზაპოროჟიეში, ასევე არტიომოვსკში, ბელგოროდსა და სხვა უბნებზე. უკრაინის არმიის მოიერიშე ქვედანაყოფების პირველი ეშელონი დიდწილად განადგურებულია. კიევს ბრძოლაში მეორე ეშელონის ბრიგადები შეჰყავს — საარტილერიო და ჯავშანტექნიკის ყველა დარჩენილი რეზერვი. რუსეთის თავდაცვა შეუვალია კონტაქტის მთელ ხაზზე.
მხოლოდ შეტევის პირველი სამი დღის განმავლობაში უკრაინამ ყველა მიმართულებით დაკარგა 3715 სამხედრო მოსამსახურე, 52 ტანკი, 207 ჯავშანმანქანა, 134 ავტომობილი, ხუთი თვითმფრინავი და ორი შვეულმფრენი.
კიევის რეჟიმი დაუფიქრებლად წვავს რეზერვებსა და რესურსებს ზაპოროჟიეს მიმართულებით, ცდილობს რა გაიჭრას აზოვის მიუწვდომელი ზღვისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით. აქ, ქალაქ ორეხოვთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ტანკები Leopard 2A4.
8 ივნისის ღამით რუსეთის ჯარებმა რამდენიმე შეტევითი ტალღა მოიგერიეს ზაპოროჟიეს მიმართულებით, გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და 30 ჯავშანმანქანა. HIMARS-ებისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა M270-ების გამოყენების მცდელობა რუსეთის თავდაცვითი პოზიციების წინააღმდეგ ჩაიშალა.
კიევის დეზინფორმაცია არტიომოვსკის რაიონში უკრაინული ჯარების 1100 მეტრით წინსვლის შესახებ და ხელოვნური წყალდიდობა ხერსონის რეგიონში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, ვერ მალავს შეტევის ჩავარდნას. სინამდვილეში არტიომოვსკის მთელი ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
კლეშჩეევკას მახლობლად უკრაინული შენაერთების თავდასხმის პირველი ტალღა ნაღმების ველებს შეეჯახა, რა დროსაც მეორე ტალღამ დაიწყო მიწოლა. რუსმა არტილერისტებმა და ავიატორებმა ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 13 ტანკი და ჯავშანმანქანა დატოვეს ცეცხლში გახვეული.
აღმოსავლეთში ემოციურად აცხადებენ, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ძალისხმევით უკვე გადაიქცა „დედამიწაზე ჯოჯოხეთად“.
დასავლეთი ჩიხიდან გამოსავალს ეძებს
უკრაინისა და ნატოს შეიარაღებული ძალების დამარცხება ე.წ. აზოვის ზღვის ბრძოლაში დღეს გარდაუვალი ჩანს: მოწინავე ჯარების პირველი ეშელონის შესაძლებლობები მთლიანად ამოწურულია, ხოლო მეორე ეშელონი რუსული ჯარების აუღებელ პოზიციებს აწყდება.
ამის შემდეგ სპეცოპერაციის ზონაში მოსალოდნელია კიევის რეჟიმის ახალი ხელოვნური (ბირთვული) კატასტროფები, ალიანსის ცალკეული ქვეყნების ჯარების შესვლა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ან ნატოს პარლამენტიორების გამოჩენა ზავის წინადადებით. The Hill უკვე იტყობინება, რომ „ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში ამერიკის ინტერესებშია“.
ბრიტანული გაზეთი Time ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ „კონტრშეტევა იქნება გარდამტეხი წერტილი თითქმის 16-თვიან ომში. კიევისთვის ეს არის მრავალთვიანი დამღუპველი კონფლიქტის კულმინაცია, რომელიც... საბოლოოდ განსაზღვრავს ომის შედეგს“.
გერმანული გამოცემა Focus აცხადებს, რომ ინფორმაცია უკრაინის დიდი შეტევის შესახებ — ეს „სასურველის სინამდვილედ გამოცხადებაა“. ყველას ესმის, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა კატასტროფას ნიშნავს შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის, რომლებმაც ასობით მილიარდი დოლარი და ევრო ჩადეს „უკრაინულ პროექტში“.
ასეა თუ ისე, დასავლეთი არც დღეს და არც უახლოეს მომავალში არ არის მზად, მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები. პენტაგონმა განაცხადა, რომ შესაძლოა კონფლიქტი მრავალწლიანი გამოდგეს, რაც თავისთავად მიუთითებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს სისუსტეზე.
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა რობერტ კენედი-უმცროსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კიევი რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაითრია და უკრაინა სასაკლაოდ გადააქცია, სადაც 350 ათასი ახალგაზრდა უკრაინელი დაიღუპა.
ამერიკელი ანალიტიკოსები დაგვიანებით იხსენებენ ერაყისა და ავღანეთის ოკუპაციის მწარე გაკვეთილებს, სადაც მოწინააღმდეგემ აშკარად უგულებელყო ეშელონირებული თავდაცვა, არ გააჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემები Solntsepyok TOS, S-400, მეხუთე თაობის გამანადგურებლები, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები, ბირთვული წყალქვეშა ნავები და შეუზღუდავი მოქმედების თერმობირთვული იარაღი.
რუსული არმია აგრძელებს შეტევას არტიომოვსკის დასავლეთით, უტევს უგლედარსა და მარიინკას. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ოპერაცია, კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე ოპტიმიზმს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შთააგონებს, რომელიც უკვე დიდი ხანია მარადისობის ზღურბლზე დგას და ჰაერს ესალმება.
რით დასრულდება უკრაინული კონტრშეტევა და რუსული სპეცოპერაცია? არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ვირტუალური გამარჯვების შემდეგ კიევმა ხელი მოაწეროს კაპიტულაციას. დასავლეთს მოუწევს ძვირი გადაიხადოს ევროპაში მშვიდობისთვის — მარიონეტული რეჟიმის ლიკვიდაციით ვერ გამოძვრებიან, ხოლო უკრაინა ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1991, 2014 ან 2022 წლის დასაწყისის საზღვრებში დარჩეს.
ნატოს უცხოური ჯარების 1997 წლის ფარგლებში გაყვანა მოუწევს. აშშ ჰეგემონის სტატუსს დაემშვიდობება და ოდესმე შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრებას ისწავლის. მსოფლიო მართლაც მრავალპოლარული და შედარებით უსაფრთხო გახდება. ხოლო შეერთებული შტატების ინტერესებისთვის დაღუპული ასობით ათასი უკრაინელი მწარე გაკვეთილი გახდება ამერიკის ყველა სხვა კოლონიისა და მონისთვის.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე