https://sputnik-georgia.com/20230609/pacientebis-problemebi-dauyovnebliv-gadawydeba-278426390.html
პაციენტების პრობლემები დაუყოვნებლივ გადაწყდება
პაციენტების პრობლემები დაუყოვნებლივ გადაწყდება
Sputnik საქართველო
სააგენტო დაუყოვნებლივ უნდა ახდენდეს რეაგირებას პაციენტების საჩივრებზე, რათა სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდეს საშუალება, დოკუმენტები მოაწესრიგოს. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T19:03+0400
2023-06-09T19:03+0400
2023-06-13T18:36+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252414776_0:172:3031:1877_1920x0_80_0_0_7e390d748a9177c5f4dd8ade8751a758.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დროულად შეძლებს პაციენტების საჩივრებზე რეაგირებას, განაცხადა სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა. ამ დროისათვის საკითხი პარლამენტში განიხილება. მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს არ შეუძლია პაციენტების საჩივრებსა და განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირება, რადგან ჯერ საჭიროა სასამართლოში მიმართვა, რომელმაც შუამდგომლობა 72 საათში უნდა წარმოადგინოს და მიაწოდოს ინფორმაცია მხარეებს, აღნიშნა მან. ამ დროში კი შესაძლებელია დოკუმენტების მოწესრიგება, ამიტომ სააგენტოს კომისიას ადგილზე რეალური ფაქტები აღარ ხვდება, აღნიშნა ბოჭორიშვილმა. კანონში ცვლილების შემდეგ კი იქნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რათა პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს, განაცხადა ბოჭორიშვილმა. მან აღნიშნა, რომ როდესაც მაკონტროლებელ ორგანოს ამა თუ იმ ფაქტზე ნებისმიერ დროს რეაგირების უფლება ექნება, სამედიცინო დაწესებულებაც უფრო მობილიზებულად და ორგანიზებულად იმუშავებს. ბოჭორიშვილი კიდევ ერთ პრობლემას შეეხო – სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას კლინიკებში, რისი წყალობითაც სამედიცინო დაწესებულებები სახელმწიფოსგან დიდ თანხას იღებენ. სააგენტოს თანამშრომლები პერიოდულად ამოწმებენ კლინიკებს, რომლის დროსაც სხვადასხვა დარღვევას ავლენენ. კლინიკები დარღვევებისთვის იხდიან დიდ ჯარიმებს, მაგრამ ჯარიმის გადახდა შეიძლება ხუთ წლამდეც კი გაგრძელდეს. ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმების გადახდა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, იზრდება საჯარიმო სანქციებიც ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის, რაც მოიცავს სტერილიზაციას, დეზინფექციას, ბევრ საკვანძო თემას, რომლებიც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის. ჯარიმები გაიზრდება ამჟამინდელი 200 და 500 ლარიდან 5 ათას ლარამდე. გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ ელექტრონული ჯარიმის გამოწერას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252414776_150:0:2881:2048_1920x0_80_0_0_13161ea48054c469e26a5845c86845ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პაციენტების პრობლემები დაუყოვნებლივ გადაწყდება
19:03 09.06.2023 (განახლებულია: 18:36 13.06.2023) სააგენტო დაუყოვნებლივ უნდა ახდენდეს რეაგირებას პაციენტების საჩივრებზე, რათა სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდეს საშუალება, დოკუმენტები მოაწესრიგოს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დროულად შეძლებს პაციენტების საჩივრებზე რეაგირებას, განაცხადა სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა.
ამ დროისათვის საკითხი პარლამენტში განიხილება.
„პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა", – განაცხადა ბოჭორიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის" პრეს-ცენტრში.
მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს არ შეუძლია პაციენტების საჩივრებსა და განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირება, რადგან ჯერ საჭიროა სასამართლოში მიმართვა, რომელმაც შუამდგომლობა 72 საათში უნდა წარმოადგინოს და მიაწოდოს ინფორმაცია მხარეებს, აღნიშნა მან.
ამ დროში კი შესაძლებელია დოკუმენტების მოწესრიგება, ამიტომ სააგენტოს კომისიას ადგილზე რეალური ფაქტები აღარ ხვდება, აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კანონში ცვლილების შემდეგ კი იქნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რათა პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს, განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ როდესაც მაკონტროლებელ ორგანოს ამა თუ იმ ფაქტზე ნებისმიერ დროს რეაგირების უფლება ექნება, სამედიცინო დაწესებულებაც უფრო მობილიზებულად და ორგანიზებულად იმუშავებს.
„რეგულირების სააგენტო ნებისმიერ დროს შეძლებს მიმართოს დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო- და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები თუ სხვა", – განაცხადა მან.
ბოჭორიშვილი კიდევ ერთ პრობლემას შეეხო – სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას კლინიკებში, რისი წყალობითაც სამედიცინო დაწესებულებები სახელმწიფოსგან დიდ თანხას იღებენ. სააგენტოს თანამშრომლები პერიოდულად ამოწმებენ კლინიკებს, რომლის დროსაც სხვადასხვა დარღვევას ავლენენ. კლინიკები დარღვევებისთვის იხდიან დიდ ჯარიმებს, მაგრამ ჯარიმის გადახდა შეიძლება ხუთ წლამდეც კი გაგრძელდეს.
ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმების გადახდა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, იზრდება საჯარიმო სანქციებიც ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის, რაც მოიცავს სტერილიზაციას, დეზინფექციას, ბევრ საკვანძო თემას, რომლებიც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
ჯარიმები გაიზრდება ამჟამინდელი 200 და 500 ლარიდან 5 ათას ლარამდე. გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ ელექტრონული ჯარიმის გამოწერას.