კარმის 12 კანონი: წაიკითხე და განსაზღვრე საკუთარი ბედი

© Pexels / Johannes Plenioმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
ამბობენ, რომ კარმა ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებები და მათი შედეგებია, რომლებიც მის ბედს განსაზღვრავს.
კარმული კანონების საფუძვლები გვასწავლის, რომ ადამიანის საკუთარი ნაბიჯების შედეგს ვერ გაექცევა – ეს შეუძლებელია. ამიტომაც საჭიროა, რომ სწორად იცხოვროს, რათა „მოსავალიც“ სწორი მოიმკას.
იმისათვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ კარმის 12 კანონი, რომლებიც, ამ სფეროში გარკვეულთა თქმით, აყალიბებს კიდეც ადამიანის ბედს.
ეს 12 კანონი ასე გამოიყურება:
დიდი კანონი — ცხოვრებისგან მიიღებ მხოლოდ იმას, რასაც მასში ჩადებ. თუ გსურს იყო ბედნიერი და საყვარელი, თავად უნდა გიყვარდეს, პატივისცემითა და სიკეთით უნდა ეპყრობოდე სხვებს.
აშენების კანონი — ცხოვრებაში არაფერი მოხდება თავისთავად. ამისთვის თავად უნდა გააკეთო რამე და იყო ის, ვინც ხარ.
ზრდის კანონი — იმისათვის, რომ წინ წახვიდე, შეცვალე შენი თავი და არა სხვები. როგორც კი ადამიანი საკუთარ აზრებს შეიცვლის, მაშინვე შეიცვლება გარე ფაქტორებიც.
მორჩილების კანონი — იმისათვის, რომ რამე შეცვალო, ჯერ უნდა მიიღო ეს „რამე“ მოცემულობად. შეეცადე დაინახო ადმიანებში კარგი. კონცენტრირდი მეგობრებზე და არა მტრებზე.
პასუხისმგებლობის კანონი — თუ ცხოვრებისეული პრობლემა გაქვს, ე.ი. პრობლემა თავად შენშია. ადამიანი სამყაროს ანარეკლია, სამყარო კი ადამიანისა. ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენ გარდა არავინ აგებს პასუხს.
ურთიერთკავშირის კანონი — თითოეულ შენს ნაბიჯს მოსდევს შედეგი. იმისათვის, რომ შედეგი მიიღო, უნდა დაისახო მიზანი და დაიწყო მოქმედება. ხომალდს, რომელიც უმიზნოდ დაეხეტება ოკეანეში, ვერანაირი ზურგის ქარი ვერ უშველის. მიზნისკენ სავალ გზაზე ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თვით ყველაზე პატარაც კი. წარსული, აწმყო და მომავალი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
ფოკუსირების კანონი — ყოველთვის ფოკუსირდი მხოლოდ რაღაც ერთზე. როცა რაიმე ამაღლებულზე ფიქრობ, ძნელია ძირს დაენარცხო.
ჩუქების კანონი — როცა ვინმეს რამეს ასწავლი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მზად ხარ ეს ყველაფერი საკუთარ მაგალითზე აჩვენო. ადამიანს მხოლოდ იმის სწავლება შეუძლია, რაც თავად გადაიტანა რეალურად.
კანონი აქ და ახლა — ნუ მისტირი წარსულს და ნუ ჩხრეკ მომავალს. იცხოვრე დღევანდელი დღით. გააკეთე ის, რაც ახლაა გასაკეთებელი. ძველი ხელს უშლის ახლის წარმოშობას.
თმენისა და დაჯილდოების კანონი ფასეული ჯილდოს მისაღებად დიდი შრომაა საჭირო. თმენით აკეთე ის, რაც საჭიროა. სიხარული იმაშია, რომ წინ ჯილდო გელოდება.
ცვლილებათა კანონი სანამ ცხოვრება რამეს გასწავლის, ისწავლე და გაკვეთილად მიიღე. სანამ ამას არ გააკეთებ, მანამ ყოველთვის შეგეშლება ხელი. გახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია და ცვალებადი.
შთაგონების კანონი — ადამიანი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. აკეთე სიყვარულით, რათა შთაგონებამ არ დაგტოვოს.
ყველა ახალი ამბავი
0