ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მაისში შემცირდა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 30 მაისისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.001,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
მაისში რეზერვები 132 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 99,9 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვას უკავშირდება.
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს (5.133,4 მლნ აშშ დოლარი) 2023 წლის 30 აპრილისთვის მიაღწია.
2022 წელს რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,8 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 0,8 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 460,6 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,9 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 3,6 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0