https://sputnik-georgia.com/20230609/bruno-marsi-tbilissi-koncerts-gamartavs-278382333.html
ბრუნო მარსი თბილისში კონცერტს გამართავს
ბრუნო მარსი თბილისში კონცერტს გამართავს
Sputnik საქართველო
ცნობილი შემსრულებლის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T09:47+0400
2023-06-09T09:47+0400
2023-08-17T19:47+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278379486_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_61e7bc74d46bc58ef8883fd73331feb0.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი 1 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე, სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში კონცერტს გამართავს. Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. ორწლიანი კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები Nile Rodgers & Chic, FKJ, The Killers და სხვა შემსრულებლები კონცერტებს გამართავენ თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში. ბილეთების შეძენა მარსის კონცერტზე შესაძლებელი იქნება 20 ივნისის 10:00 საათიდან. ბრუნო მარსი, რომელიც არის გრემის 15 პრემიის, ოთხი Brit Awards-ის, გინესის ოთხი რეკორდის და მრავალრიცხოვანი მუსიკალური პრემიის მფლობელი, თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. მარსმა გაყიდა 130 მილიონზე მეტი ფირფიტა მთელ მსოფლიოში. გამოუშვა შვიდი სინგლი ნომერი ერთი Billboard Hot 100-ზე კარიერის დაწყებიდან (2010 წელი) და პირველ ხუთეულს ყველაზე სწრაფად მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შემსრულებელმა მამაკაცმა ელვის პრესლის შემდეგ. მასშტაბური ფესტივალების, გასტროლებისა და ცალკეული ჰიტების წყალობით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემსრულებლად რჩება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278379486_209:0:2726:1888_1920x0_80_0_0_e9b9ef128ae033699c54eb40e60db6f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
ბრუნო მარსი თბილისში კონცერტს გამართავს
09:47 09.06.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ცნობილი შემსრულებლის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი 1 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე, სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში კონცერტს გამართავს.
Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. ორწლიანი კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები Nile Rodgers & Chic, FKJ, The Killers და სხვა შემსრულებლები კონცერტებს გამართავენ თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში.
ბილეთების შეძენა მარსის კონცერტზე შესაძლებელი იქნება 20 ივნისის 10:00 საათიდან.
ბრუნო მარსი, რომელიც არის გრემის 15 პრემიის, ოთხი Brit Awards-ის, გინესის ოთხი რეკორდის და მრავალრიცხოვანი მუსიკალური პრემიის მფლობელი, თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.
მარსმა გაყიდა 130 მილიონზე მეტი ფირფიტა მთელ მსოფლიოში. გამოუშვა შვიდი სინგლი ნომერი ერთი Billboard Hot 100-ზე კარიერის დაწყებიდან (2010 წელი) და პირველ ხუთეულს ყველაზე სწრაფად მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შემსრულებელმა მამაკაცმა ელვის პრესლის შემდეგ.
მასშტაბური ფესტივალების, გასტროლებისა და ცალკეული ჰიტების წყალობით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემსრულებლად რჩება.