საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უქმეებზე წვიმიანი ამინდი ელოდებათ.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარებას პროგნოზირებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში პლუს 26-31 გრადუსი იქნება.
უამინდობა ქვეყნის ტერიტორიაზე ორშაბათსაც შენარჩუნდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 29-31 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0