ასპინძაში მტკვარში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ასპინძაში, მდინარე მტკვარში 15 წლის გოგონას ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა დღეს ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოზარდი ადიდებულმა მდინარემ მაშინ გაიტაცა, როდესაც იგი თანატოლებთან ერთად მდინარეში ბანაობდა.
სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0