თბილისში მიუსაფარი ძაღლი მოკლეს: დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
ძაღლმა გამვლელს დაუყეფა, რის გამოც მამაკაცმა იგი იარაღიდან გასროლით მოკლა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისში ქუჩის ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ვაზისუბანში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს უცნობი მამაკაცი ქუჩაში, სხვა მოქალაქეების თვალწინ, თუ როგორ ესვრის ძაღლს.
ძაღლმა გამვლელს დაუყეფა, რის გამოც მამაკაცმა იგი იარაღიდან გასროლით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს ბავშვები შეესწრენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0