https://sputnik-georgia.com/20230608/wizz-air-qutaisis-aeroportsi-meotxe-tvitmfrinavs-daamatebs-278385366.html
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს
Sputnik საქართველო
კომპანია WizzAir ბაზირებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მოგზაურთა შორის პოპულარობით სარგებლობს. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T15:31+0400
2023-06-08T15:31+0400
2023-06-08T21:30+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი WizzAir ქუთაისში თავის ბაზას გააფართოვებს და 2023 წლის 1 დეკემბრიდან მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს, განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. გარდა ამისა, WizzAir 1 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებს გეგმავს კოპენჰაგენის მიმართულებით. ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება. ავიაკომპანია WizzAir ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. ქუთაისის აეროპორტს ახალი მიმართულებები დაემატა>>WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიამ ავიამიმოსვლა განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო. ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ქუთაისი
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს
15:31 08.06.2023 (განახლებულია: 21:30 08.06.2023) კომპანია WizzAir ბაზირებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მოგზაურთა შორის პოპულარობით სარგებლობს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი WizzAir ქუთაისში თავის ბაზას გააფართოვებს და 2023 წლის 1 დეკემბრიდან მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს, განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
გარდა ამისა, WizzAir 1 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებს გეგმავს კოპენჰაგენის მიმართულებით.
ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
ავიაკომპანია WizzAir ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიამ ავიამიმოსვლა განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.