https://sputnik-georgia.com/20230608/parlamentsi-seiqmneba-axali-politikuri-jgufi-evrooptimistebi-278395675.html
პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი - „ევროოპტიმისტები“
პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი - „ევროოპტიმისტები“
Sputnik საქართველო
დეკანოიძემ და გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მაისის დასაწყისში დატოვეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T19:44+0400
2023-06-08T19:44+0400
2023-06-08T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251505890_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2c4373ba011cf7cd834c9f345f4aecfc.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა.ახალი პოლიტიკური ჯგუფი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დააფუძნეს. მანამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით რეგლამენტში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილი სხდომაზე განაცხადა, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების ფართო წრეს პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საშუალება მიეცა.„ევროოპტიმისტებს“ არ გაუმართლა – საქართველოს პარლამენტში ორი ახალი ჯგუფი იქმნება >>მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ჯგუფის წესდება და შემადგენლობა აკმაყოფილებს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.საბოლოოდ, „ევროოპტიმისტები“ პოლიტიკური ჯგუფის ყველა უფლებას პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის შემდეგ მიიღებენ.პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.დღეისათვის პარლამენტში უკვე 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251505890_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_46664d8b3dc88f73ab0fbd8548d22b41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი - „ევროოპტიმისტები“
19:44 08.06.2023 (განახლებულია: 22:56 08.06.2023) დეკანოიძემ და გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მაისის დასაწყისში დატოვეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა.
ახალი პოლიტიკური ჯგუფი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დააფუძნეს. მანამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით რეგლამენტში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილი სხდომაზე განაცხადა, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების ფართო წრეს პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საშუალება მიეცა.
მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ჯგუფის წესდება და შემადგენლობა აკმაყოფილებს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.
საბოლოოდ, „ევროოპტიმისტები“ პოლიტიკური ჯგუფის ყველა უფლებას პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის შემდეგ მიიღებენ.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
დღეისათვის პარლამენტში უკვე 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.