https://sputnik-georgia.com/20230608/nbc-moskovze-dronebit-seteva-278382026.html
NBC: დრონების სამიზნე მოსკოვში შესაძლოა დაზვერვის ოფიცრების ბინები ყოფილიყო
NBC: დრონების სამიზნე მოსკოვში შესაძლოა დაზვერვის ოფიცრების ბინები ყოფილიყო
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გასულ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის სამიზნე შესაძლოა ის სახლები ყოფილიყო, რომლებშიც რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ცხოვრობენ... 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T13:32+0400
2023-06-08T13:32+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278381854_0:183:2993:1867_1920x0_80_0_0_0efc96652db119001a1c51d9d8da8aad.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გასულ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის სამიზნე შესაძლოა ის სახლები ყოფილიყო, რომლებშიც რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ცხოვრობენ, აცხადებს ტელეარხი NBC ამერიკელ მაღალჩინოსან და კონგრესის თანამშრომელ წყაროზე დაყრდნობით.გარდა ამისა, ტელეარხს იგივე განუცხადეს აგრეთვე სტრატეგიული დაზვერვის კომპანია Strider Technologies-ში, რომელიც ანალიზისთვის ღია წყაროებით გავრცელებულ მონაცემებს იყენებს.კომპანიის ცნობით, დრონით დაზიანებული ერთ-ერთი მოსკოვური კორპუსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირდება.ამასთან იქვე აზუსტებს, რომ უცნობია, დაზიანდა თუ არა დაზვერვის რომელიმე თანამშრომლის ბინა, ან დაშავდა თუ არა ვინმე დაზვერვის ოფიცერთაგან.30 მაისს მოსკოვსა და პოდმოსკოვიეს დრონებმა შეუტიეს. როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მცირედ დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონები შენიშნეს რუბლიოვკის, ილინსკის, ოდინცოვოს რაიონებში, ასევე მოსკოვში, სადაც ისინი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა.რუსეთმა მომხდარი ტერაქტად მიიჩნია და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ თავდასხმებში მონაწილეობას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი აცხადებს, რომ ასეთი თავდასხმებით კიევი მოსკოვს სარკისებრი ქმედებებისკენ უბიძგებს.წყარო: NBC
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278381854_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_5f9a34197b12ac6c75762475cb8b9c5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გასულ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის სამიზნე შესაძლოა ის სახლები ყოფილიყო, რომლებშიც რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ცხოვრობენ, აცხადებს ტელეარხი NBC ამერიკელ მაღალჩინოსან და კონგრესის თანამშრომელ წყაროზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, ტელეარხს იგივე განუცხადეს აგრეთვე სტრატეგიული დაზვერვის კომპანია Strider Technologies-ში, რომელიც ანალიზისთვის ღია წყაროებით გავრცელებულ მონაცემებს იყენებს.
კომპანიის ცნობით, დრონით დაზიანებული ერთ-ერთი მოსკოვური კორპუსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირდება.
„ეს მოსკოვის მდიდრულ უბანზე შემთხვევითი შეტევა არ ყოფილა. <...> შენობა სახელმწიფო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელსაც კონტრაქტები აქვს სამხედრო ნაწილთან. ამ ნაწილს, როგორც ცნობილია, საგარეო დაზვერვის სამსახური საფარად იყენებს“, — აცხადებს ტელეარხი Strider Technologies-ის თანადამფუძნებელ და დირექტორ ერიკ ლევესიკზე დაყრდნობით.
ამასთან იქვე აზუსტებს, რომ უცნობია, დაზიანდა თუ არა დაზვერვის რომელიმე თანამშრომლის ბინა, ან დაშავდა თუ არა ვინმე დაზვერვის ოფიცერთაგან.
30 მაისს მოსკოვსა და პოდმოსკოვიეს დრონებმა შეუტიეს. როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მცირედ დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონები შენიშნეს რუბლიოვკის, ილინსკის, ოდინცოვოს რაიონებში, ასევე მოსკოვში, სადაც ისინი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა.
რუსეთმა მომხდარი ტერაქტად მიიჩნია და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ თავდასხმებში მონაწილეობას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი აცხადებს, რომ ასეთი თავდასხმებით კიევი მოსკოვს სარკისებრი ქმედებებისკენ უბიძგებს.