https://sputnik-georgia.com/20230608/naficma-msajulebma-tbilissi-mkvleobis-faqtze-braldebuli-damnasaved-cnes-278398067.html
ნაფიცმა მსაჯულებმა თბილისში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა თბილისში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულის სახლში მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მან თავის ნაცნობს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სახლიდან გაიტანა და სანაგვე... 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T21:44+0400
2023-06-08T21:44+0400
2023-06-13T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_debbc5e2fd604485394e6a1d9121cffc.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. მამაკაცმა თბილისში თავისი დიდი ხნის ნაცნობი მოკლა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.ნაფიცი მსაჯულები საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0755f82bcf02588148a1538b022a2c54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ნაფიცმა მსაჯულებმა თბილისში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
21:44 08.06.2023 (განახლებულია: 18:02 13.06.2023) ბრალდებულის სახლში მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მან თავის ნაცნობს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სახლიდან გაიტანა და სანაგვე ურნასთან დატოვა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. მამაკაცმა თბილისში თავისი დიდი ხნის ნაცნობი მოკლა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.
ნაფიცი მსაჯულები საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.