https://sputnik-georgia.com/20230608/marneulsi-16-wlis-gogos-motacebis-braldebit-ori-piri-daakaves-278384947.html
მარნეულში 16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მარნეულში 16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T14:57+0400
2023-06-08T14:57+0400
2023-06-08T21:23+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
მარნეული
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_3401c930322f64ae8c4302fc133ef5d5.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მიხედვით, 7 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცოლად შერთვის მიზნით 29 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული 42 წლის მამაკაციც. პოლიციამ გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი „ცხელ კვალზე“ დაადგინა და ბრალდებულები დააკავა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324219_277:0:2500:1667_1920x0_80_0_0_621586743edb87e125f0eb9f77a8f23d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მარნეული
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მარნეული
მარნეულში 16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
14:57 08.06.2023 (განახლებულია: 21:23 08.06.2023) დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 7 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცოლად შერთვის მიზნით 29 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული 42 წლის მამაკაციც.
პოლიციამ გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი „ცხელ კვალზე“ დაადგინა და ბრალდებულები
დააკავა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.