გორში ბავშვები მოპარული მანქანით ავარიაში მოყვნენ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. გორში ბავშვი, რომელმაც მშობლების მანქანა მოიპარა, თანატოლებთან ერთად ავარიაში მოყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
11-12 წლის მოზარდებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა გორში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0