მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე: ექს-პრეზიდენტს შეტყობინება გაეგზავნა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიდოკუმენტები
დოკუმენტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილობით აცნობა, რომ მასზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს შეტყობინება არის „ყველაზე მკაფიო სიგნალი“ იმისა, რომ აშშ-ის სპეციალურ პროკურორ ჯეკ სმიტს „ერთი ნაბიჯი აშორებს ექს-პრეზიდენტისთვის ოფიციალური ბრალდების წარდგენისგან“. გამოძიება ტრამპს საკუთარ მამულში საიდუმლო დოკუმენტების დამალვასა და ფედერალური ხელისუფლებისთვის ამ დოკუმენტებზე წვდომაში ხელის შეშლას ედავება.
ამასთან Politico ხაზს უსვამს, რომ სმიტის ოფისის წარმომადგენელმა უარი თქვა რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირებში ჯეკ სმიტის ინიციატივით ექს-პრეზიდენტის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი უკვე წარდგა დიდი ჟიურის წინაშე, რომელიც დოკუმენტების დამალვის საქმეს იძიებდა. მათ შორის იყვნენ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ადვოკატი ევან კორკორანი და მისი ყოფილი პრეს-მდივანი ტეილორ ბუდოვიჩი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ფაქტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენა გარდაუვალია.
შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, აპრილში დონალდ ტრამპს საქმიანი დოკუმენტების გაყალბებაში წაუყენეს ბრალი. პროკურორების თქმით, ფალსიფიკაციის მიზანი იმ ინფორმაციის დამალვა იყო, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2024 წელს დაიწყება.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0