https://sputnik-georgia.com/20230608/--12----278390473.html
ბოჭორიშვილი: ევროკავშირის 12 პირობიდან უმეტესობა შესრულებულია
ბოჭორიშვილი: ევროკავშირის 12 პირობიდან უმეტესობა შესრულებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველომ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის... 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T18:21+0400
2023-06-08T18:21+0400
2023-06-08T22:43+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0f/270451331_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_6136b01da46e274e212f918676e192b1.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველომ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომის გახსნაზე.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.მისი თქმით, გასულ წელს ევროკავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თაობაზე სპეკულაციების ადგილი დატოვა.„მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ (როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა) ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც აუცილებელი და არც სასარგებლო არ იყო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, 2014 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში პროგრესის მისაღწევად.როგორც დეპუტატმა განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის გრძელვადიანი კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. საპარლამენტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისგან შედგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0f/270451331_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_0033cbce91e73eebb0782f12f322fb25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველომ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომის გახსნაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ჩვენ მივუძღვენით საკუთარი თავი ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა სრულად არის შესრულებული", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გასულ წელს ევროკავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თაობაზე სპეკულაციების ადგილი დატოვა.
„მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ (როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა) ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც აუცილებელი და არც სასარგებლო არ იყო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, 2014 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში პროგრესის მისაღწევად.
„საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის გრძელვადიანი კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. საპარლამენტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისგან შედგება.