https://sputnik-georgia.com/20230608/----40-----278371151.html
სახელმწიფო გურიაში გზების რემონტზე 40 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს
სახელმწიფო გურიაში გზების რემონტზე 40 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს
Sputnik საქართველო
მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, აღნიშნავენ უწყებაში. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T10:10+0400
2023-06-08T10:10+0400
2023-06-08T15:50+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252152337_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_bc9091d13edab0c981f8c5e43031d348.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გურიის რეგიონში 43 კილომეტრამდე გზის შეკეთება სახელმწიფო ბიუჯეტს 42 მილიონ ლარამდე დაუჯდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, საუბარია ოთხ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. რეგიონში უკვე მიმდინარეობს ერთი ახალი ხიდის მშენებლობა და ოთხი ნაპირსამაგრი პროექტი 1,5 კმ საერთო სიგრძით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში მთავრდება 46 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს.პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთის, ჩოხატაური–ბახმაროს, ოზურგეთი–ნატანები–ურეკის, ჩოხატაური–ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, ასევე ნასაკირალის გზის მონაკვეთს.ნასაკირალის მონაკვეთი საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252152337_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_5e472191256ede74c8a0589cca9aaa82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო გურიაში გზების რემონტზე 40 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს
10:10 08.06.2023 (განახლებულია: 15:50 08.06.2023) მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გურიის რეგიონში 43 კილომეტრამდე გზის შეკეთება სახელმწიფო ბიუჯეტს 42 მილიონ ლარამდე დაუჯდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების
ინფორმაციით, საუბარია ოთხ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. რეგიონში უკვე მიმდინარეობს ერთი ახალი ხიდის მშენებლობა და ოთხი ნაპირსამაგრი პროექტი 1,5 კმ საერთო სიგრძით.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში მთავრდება 46 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს.
„ხოლო დარჩენილ 3 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშული პროექტების ჯამური ღირებულება 42,2 მილიონი ლარია", – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთის, ჩოხატაური–ბახმაროს, ოზურგეთი–ნატანები–ურეკის, ჩოხატაური–ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, ასევე ნასაკირალის გზის მონაკვეთს.
ნასაკირალის მონაკვეთი საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.
მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.