სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
კონტრაბანდული სამკაულების მთლიანი ღირებულება 43,4 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 451,89 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 43,4 ათასი ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევი პირების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს მოქალაქეს, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა 7,5 ათასი ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0