https://sputnik-georgia.com/20230608/-------278378697.html
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალშიც გააგრძელებს?
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალშიც გააგრძელებს?
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების ტენდენციებსა და პროგნოზებს ითვალისწინებს. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T11:35+0400
2023-06-08T11:35+0400
2023-06-08T16:28+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271832264_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_7d34b189822fdcac6a51f53c6129fb82.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოში ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველ მეორე სხდომაზე მოახდენს, განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა.საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად მაისში შემცირდა 10,5%-მდე. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის მარტიდან 11%-ზე ინარჩუნებდა.თუმცა, ახალი ვითარების შექმნის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, აღნიშნა მან.მხატრიშვილის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა, რაც ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკის მიზეზია, ადგილობრივი ინფლაციაა, რომელიც დაახლოებით 9%-ის ფარგლებშია.მისი განმარტებით, ინფლაციის შემცირების უკან ძირითადად იმპორტირებული ინფლაციის შემცირება დგას, რაც, თავის მხრივ, ორ კომპონენტად შეიძლება დაიყოს.როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამის საპირისპიროდ დგას ადგილობრივი ინფლაცია, რომელიც 9%-ის ფარგლებშია და ეს არის იმის მიზეზი, რატომაც ეკიდება ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას სიფრთხილით.„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დაბალი ინფლაცია არის განგრძობითი და არა ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული“, – განაცხადა მხატრიშვილმა.მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა გაითვალისწინა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები.მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაკრედიტების ტემპის დაჩქარებას შეუწყობს ხელს - გაჩეჩილაძე>>>საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, ინფლაციის კლება დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირებამ განაპირობა.საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია, ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271832264_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2d097ced6c8e6c89ddb321eb0c8d26e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალშიც გააგრძელებს?
11:35 08.06.2023 (განახლებულია: 16:28 08.06.2023) მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების ტენდენციებსა და პროგნოზებს ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოში ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველ მეორე სხდომაზე მოახდენს, განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად მაისში შემცირდა 10,5%-მდე. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის მარტიდან 11%-ზე ინარჩუნებდა.
„მაისში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთი ყოველ მეორე სხდომაზე შემცირდება და წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9-10%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა მხატრიშვილმა.
თუმცა, ახალი ვითარების შექმნის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, აღნიშნა მან.
მხატრიშვილის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა, რაც ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკის მიზეზია, ადგილობრივი ინფლაციაა, რომელიც დაახლოებით 9%-ის ფარგლებშია.
„დღეს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუ წინა წლებში ორნიშნა ინფლაცია გვქონდა, დღეს მიზნობრივ 3%-ზე დაბალიც კი არის, თუმცა მნიშნელოვანია ამის მიზეზები", – განაცხადა მხატრიშვილმა.
მისი განმარტებით, ინფლაციის შემცირების უკან ძირითადად იმპორტირებული ინფლაციის შემცირება დგას, რაც, თავის მხრივ, ორ კომპონენტად შეიძლება დაიყოს.
„პირველი ის არის, რომ ლარის გაცვლითი კურსი წლიურად გამყარებულია [რამდენიმეკვირიანი გაუფასურების მიუხედავად], და მეორე – საერთაშორისო ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასები ნელ-ნელა მცირდება და ეს ყველაფერი იმპორტული ინფლაციის მინუსში გადასვლას განაპირობებს", – განაცხადა მხატრიშვილმა.
როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამის საპირისპიროდ დგას ადგილობრივი ინფლაცია, რომელიც 9%-ის ფარგლებშია და ეს არის იმის მიზეზი, რატომაც ეკიდება ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას სიფრთხილით.
„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დაბალი ინფლაცია არის განგრძობითი და არა ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული“, – განაცხადა მხატრიშვილმა.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა გაითვალისწინა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, ინფლაციის კლება დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირებამ განაპირობა.
საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია, ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.