ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. ის კლინიკაში მძიმე შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის წინ გურიაში ჰამაკიდან გადმოვარდა, თუმცა ოჯახის წევრებს მაშინ ექიმებმა უთხრეს, რომ მცირეწლოვანს მხოლოდ ფეხის ტრავმა ჰქონდა.
ბავშვი რამდენიმე დღეში შეუძლოდ გახდა და მშობლებმა ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბავშვის ცხედარი გურიაშია გადასვენებული. მასმედიაში კიდევ ერთი ვერსია გავრცელდა, რომ ბავშვის გარდაცვალება საკვებით მოწამვლამ გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0