https://sputnik-georgia.com/20230607/sazareli-avaria-krwanisis-qucaze-braldebuls-9-wliani-patimroba-seefarda-278373277.html
საზარელი ავარია კრწანისის ქუჩაზე: ორი წლის შემდეგ ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
საზარელი ავარია კრწანისის ქუჩაზე: ორი წლის შემდეგ ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T22:05+0400
2023-06-07T22:05+0400
2023-06-07T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.ავარია კრწანისის ქუჩაზე, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ 2021 წლის ივნისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას ხუთ ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ჩავარდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღო.პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა
საზარელი ავარია კრწანისის ქუჩაზე: ორი წლის შემდეგ ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
22:05 07.06.2023 (განახლებულია: 23:01 07.06.2023) სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ავარია კრწანისის ქუჩაზე, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ 2021 წლის ივნისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას ხუთ ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ჩავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღო.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.