ნებენზია გაეროს: არ გაიმეოროთ შეცდომები

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამოძიებისას გაერომ არ უნდა გაიმეოროს შეცდომები, როგორც ეს ბუჩისა და „ჩრდილოეთის ნაკადების“ შემთხვევაში მოხდა, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.
მისი თქმით, რუსეთს ბუჩაში და რუსულ გაზსადენებზე მომხდარის გამოძიება სურდა, „მაგრამ ეს არ მოხდა“, რაც „ამჯერად აღარ უნდა განმეორდეს“.

„ჩვენ გვსურს, რომ გაერომ არ დაუშვას შეცდომები, როგორც ეს მოხდა ბუჩისა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევაში“, — ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ იტყვის, ვინ არის პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევაზე.
ამასთან, ტელეარხი NBC News იტყობინება, რომ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და ერთმა ოფიციალურმა დასავლურმა წყარომ არხს აცნობა, რომ აშშ-ს აქვს სადაზვერვო მონაცემები ჰესზე თავდასხმაში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, და რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ამ მონაცემების უახლოეს ხანში გამოქვეყნებას გეგმავენ.
კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ 6 ივნისის ღამით გახდა ცნობილი. ინციდენტში რუსულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ჰიდროელექტროსადგურს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეუტია. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ ჰესი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს. როგორც ზელენსკის ოფისში ირწმუნებიან, აფეთქების მიზანი უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლაა.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის ნგრევის საფრთხეზე ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა. მოსკოვმა მაშინ კიევი კაშხალზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0