https://sputnik-georgia.com/20230607/meriam-tbilisis-tanamedrove-xelovnebis-fondi-daafuzna-278357207.html
დედაქალაქის მერიამ „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ დააფუძნა
დედაქალაქის მერიამ „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ დააფუძნა
Sputnik საქართველო
მერია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მხატვრების პოპულარიზაციას და მათ ნამუშევრების გამოფენების გამართვაში დაეხმარება. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T17:09+0400
2023-06-07T17:09+0400
2023-06-13T15:26+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262019419_0:130:3179:1918_1920x0_80_0_0_799854b0ee849c62f78198a5562ddc1f.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მერიის მიერ დაფუძნებული „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ უახლოეს მომავალში ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.ფონდის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაა.მისი თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს.„ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ შევქმნათ პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი“, – აღნიშნა მერმა.კალაძის თქმით, შეიძლება შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან ერთი წლის განმავლობაში იყოს გამოფენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262019419_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_7b285632f8af6f82ee0465bc3ae35036.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ დააფუძნა
17:09 07.06.2023 (განახლებულია: 15:26 13.06.2023) მერია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მხატვრების პოპულარიზაციას და მათ ნამუშევრების გამოფენების გამართვაში დაეხმარება.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მერიის მიერ დაფუძნებული „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ უახლოეს მომავალში ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ფონდის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაა.
„თბილისის ცენტრსა თუ რაიონებში სხვადასხვა ადგილს განვსაზღვრავთ. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები – მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ., სადაც განთავსდება ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს.
„ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ შევქმნათ პერმანენტული სივრცე – ქანდაკებების ბაღი“, – აღნიშნა მერმა.
კალაძის თქმით, შეიძლება შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან ერთი წლის განმავლობაში იყოს გამოფენილი.