https://sputnik-georgia.com/20230607/gwp----------278369221.html
GWP-მ წყლის ხარისხის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო პროკურატურას მიმართა
GWP-მ წყლის ხარისხის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო პროკურატურას მიმართა
Sputnik საქართველო
კომპანიამ მიმართა პროკურატურას განცხადებით, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T19:35+0400
2023-06-07T19:35+0400
2023-06-13T15:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
სემეკი
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/11/239451162_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_457fade23d4b774785bb15a116cc9353.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულმა უსაფუძვლო დეზინფორმაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმიჯი, ნათქვამის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რამდენიმე დღის წინ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ მიწოდებული სასმელი წყალი უხარისხოა.კომპანიის ინფორმაციით, მათ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართეს.GWP-ს მტკიცებით, ისინი მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელ წყალს აწვდიან, ხარისხის კონტროლს კი კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის ნიმუშების აღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამაც (სემეკი), სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკმა მოუწოდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/11/239451162_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a65abd289e5a3a1c6b79036e2bab09ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, სემეკი, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, სემეკი, საქართველოს პროკურატურა
GWP-მ წყლის ხარისხის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო პროკურატურას მიმართა
19:35 07.06.2023 (განახლებულია: 15:29 13.06.2023) კომპანიამ მიმართა პროკურატურას განცხადებით, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულმა უსაფუძვლო დეზინფორმაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმიჯი, ნათქვამის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ მიწოდებული სასმელი წყალი უხარისხოა.
კომპანიის ინფორმაციით, მათ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართეს.
„კომპანიამ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები და მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი”, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.
GWP-ს მტკიცებით, ისინი მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელ წყალს აწვდიან, ხარისხის კონტროლს კი კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის ნიმუშების აღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამაც (სემეკი), სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკმა მოუწოდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას.