მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაირამოვი: ბაქო და ერევანი მშვიდობის ზღურბლზე დგანან

© photo : European Union
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბაქო და ერევანი მშვიდობის ზღურბლზე არიან, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

„პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორი ქვეყანა მშვიდობის ზღურბლზე იმყოფება და ისინი იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას“, — აღნიშნა მან.

ბაირამოვის თქმით, მიუხედავად „იმ ტანჯვისა, ზარალისა და ნგრევისა, რომელიც აზერბაიჯანელმა ხალხმა გადაიტანა წლების განმავლობაში“, ბაქო აქტიურად მუშაობს ერევანთან, რათა ქვეყნებს შორის ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგუროს.

„არსებობს მშვიდობის დამყარების, სტაბილურობის განმტკიცების, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ეკონომიკურ განვითარებასა და თანამშრომლობაში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობები და რეალური პერსპექტივები“, — აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები განახლდა, ​​რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის მრავალწლიანი კონფლიქტის გაგრძელებად იქცა. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს ზავის დადება, რაც საბოლოოდ მოსკოვში სამმხრივი შეთანხმების დადებით დასრულდა. მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე, დაკავებულ პოზიციებზე დარჩენაზე, ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, ბაქოს გადაეცა ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, ასევე აღდამის რაიონის ნაწილი, რომლებიც მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარებოდა. რეგიონში, მათ შორის ლაჩინის დერეფანში, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
გასულ წელს ერევანმა და ბაქომ რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვა დაიწყეს. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მორიგი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ და სწავლობს მათ.
18 თებერვალს მიუნხენში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, ხოლო ყარაბაღის შესახებ ნებისმიერი დებულება მიუღებელია. მაისის ბოლოს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამასთან იქვე დააზუსტა, რომ ერევანი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიის 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიასაც მოიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0