https://sputnik-georgia.com/20230607/-------278356915.html
რამდენი ტაქსი მოძრაობს ე.წ. ბასლაინზე? კალაძის განმარტება
რამდენი ტაქსი მოძრაობს ე.წ. ბასლაინზე? კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა... 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T16:50+0400
2023-06-07T16:50+0400
2023-06-07T21:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/99/246759990_0:109:3000:1797_1920x0_80_0_0_e41b27b86da65be7bf75f295b40a86fc.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებზე დღეისათვის 1,6 ათასზე მეტი სტიკერია გაცემული, რაც ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის1 აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებოდათ ავტობუსის ზოლში გადაადგილება.1 ივნისიდან კი A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის მათ უნდა გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ისე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით.რაც შეეხება მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებულ QR კოდებს, ამ დროისათვის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებზე 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, განაცხადა კალაძემ.დედაქალაქში ტაქსის მძღოლებისთვის კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება>>>ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/99/246759990_230:0:2771:1906_1920x0_80_0_0_8e84054229afa7d455314059f3312c73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ტაქსი მოძრაობს ე.წ. ბასლაინზე? კალაძის განმარტება
16:50 07.06.2023 (განახლებულია: 21:49 07.06.2023) A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებზე დღეისათვის 1,6 ათასზე მეტი სტიკერია გაცემული, რაც ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის1 აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებოდათ ავტობუსის ზოლში გადაადგილება.
1 ივნისიდან კი A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის მათ უნდა გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ისე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.
„იყო შემთხვევები, როდესაც ტაქსები საავტობუსო ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნობელი ან სტიკერი. მანიშნობელიც და სტიკერიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. ბასლაინზე მოძრაობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით.
რაც შეეხება მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებულ QR კოდებს, ამ დროისათვის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებზე 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, განაცხადა კალაძემ.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.