https://sputnik-georgia.com/20230606/pianisti-giorgi-gigasvili-bbc-programasi-moxvda-278333565.html
პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალი თაობის პროგრამაში მოხვდა
პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალი თაობის პროგრამაში მოხვდა
Sputnik საქართველო
გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T20:01+0400
2023-06-06T20:01+0400
2023-06-06T20:01+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/01/276319014_0:0:1337:753_1920x0_80_0_0_bb723b4b93dc4bf73d8ffe87f44286dd.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალგაზრდა თაობის ორწლიან პროგრამაში ჩართეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მუსიკოსმა გაავრცელა.BBC Radio 3 New Generation Artists scheme 1999 წელს ინგლისელმა დირიჟორმა, რადიოპროდიუსერმა და რედაქტორმა, კლასიკური მუსიკის ადმინისტრატორმა ადამ გეიტჰაუსმა დააარსა BBC-ს ახალგაზრდა მუსიკალური ტალანტების ერთგულების პროექტის ფარგლებში.არტისტებს ეძლევათ გამოსვლების შესაძლებლობა, მათ შორის Radio 3 სტუდიური ჩაწერის, BBC–ს ორკესტრთან გამოსვლისა და ჩაწერის, ასევე რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლის, მათ შორის, Cheltenham International Festival და BBC Proms.გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.გიგაშვილმა 2023 წელს არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე ფურორი მოახდინა - საპრიზო ადგილის გარდა, მან კიდევ რვა სპეციალური ჯილდო მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/01/276319014_20:0:1255:926_1920x0_80_0_0_d929e9e668c6b125f3fa55e6fa73db12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალი თაობის პროგრამაში მოხვდა
გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალგაზრდა თაობის ორწლიან პროგრამაში ჩართეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მუსიკოსმა გაავრცელა.
BBC Radio 3 New Generation Artists scheme 1999 წელს ინგლისელმა დირიჟორმა, რადიოპროდიუსერმა და რედაქტორმა, კლასიკური მუსიკის ადმინისტრატორმა ადამ გეიტჰაუსმა დააარსა BBC-ს ახალგაზრდა მუსიკალური ტალანტების ერთგულების პროექტის ფარგლებში.
არტისტებს ეძლევათ გამოსვლების შესაძლებლობა, მათ შორის Radio 3 სტუდიური ჩაწერის, BBC–ს ორკესტრთან გამოსვლისა და ჩაწერის, ასევე რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლის, მათ შორის, Cheltenham International Festival და BBC Proms.
„დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ!!! BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაში ვარ ოფიციალურად, რაც გულისხმობს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიც არიან BBC Philharmonic და BBC Symphony Orchestra", - დაწერა სოციალურ ქსელში გიგაშვილმა.
გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.
2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
გიგაშვილმა 2023 წელს არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე ფურორი მოახდინა - საპრიზო ადგილის გარდა, მან კიდევ რვა სპეციალური ჯილდო მოიპოვა.