მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის ხელისუფლებამ რუს მღვდლებს კიევ-პეჩორის სამ დღეში დატოვება მოსთხოვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს კომისიამ კიევ-პეჩორის ლავრაში მუშაობა დაასრულა და ეროვნულ ნაკრძალთან სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, წერს უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო Telegram-არხზე.
მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ლავრიდან სამი დღის განმავლობაში უნდა გავიდეს.
როგორც მინისტრი აცხადებს, კომისიამ ჯამში 79 ობიექტი შეამოწმა და დააბრუნა უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში, რომელთაგან ბევრს იერსახე აქვს შეცვლილი.
„მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა ეკლესიამ დაუშვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური მიშენებები და მათი გადაკეთება, ნაკრძალის ტერიტორიაზე ახალი შენობების აგება. ეს ყველაფერი მისახედია“, — აღნიშნა ტკაჩენკომ.
მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიამ, რომელსაც უკვე გაეგზავნა შეტყობინება, მისი მიღებიდან სამ სამუშაო დღეში უნდა დატოვოს ლავრა.
„უარის შემთხვევაში გაიმართება სასამართლო, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ნაკრძალისთვის ქონებით სარგებლობაში არსებული დაბრკოლებების მოხსნაზე“, — განმარტა მინისტრმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მონასტრის წარმომადგენლებმა დღეს უარი თქვეს კანცელარიის გავლით მიეღოთ სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც ნაკრძალმა ყველა დოკუმენტი ფოსტითა და ელექტრონული ფორმატით გაუგზავნა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიას.
კიევ-პეჩორის ლავრის ირგვლივ ვითარება ადრე გაზაფხულზე დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინის კულტურის სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება და პირველად მოითხოვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადედიბლური ეკლესიისგან, რომ მონასტერი 29 მარტამდე დაეტოვებინათ. აღსანიშნავია, რომ მღვდელმსახურებს, უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში, მონასტერში დარჩენის უფლება ეძლეოდათ .
ყველა ახალი ამბავი
0