ბათუმში უჩვეულოდ დიდი წონის გოლიათი ბავშვი დაიბადა

ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
გამოწერა
ახალშობილი 5,8 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი სიგრძე 60 სანტიმეტრია.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“ (Bau International Hospital) დაიბადა გოგონა, რომლის წონა უჩვეულოდ დიდი - 5,8 კგ, ხოლო სიგრძე 60 სმ-ია, ნათქვამია კლინიკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გოგონას მართა დაარქვეს, ის ჩხიკვაძეების ოჯახის მეორე შვილია.
პატარა საკეირო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას. ექიმების ინფორმაციით, ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
ასევე დიდი წონის ბავშვი აპრილში თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიბადა. ახალშობილის წონა 5.300 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 58 სანტიმეტრი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0