https://sputnik-georgia.com/20230606/atasobit-tbiliseli-32-saatis-ganmavlobasi-wylisgarese-darceba-278336904.html
ათასობით თბილისელი 32 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება
ათასობით თბილისელი 32 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება
Sputnik საქართველო
GWP წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T22:02+0400
2023-06-06T22:02+0400
2023-06-06T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263785418_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_5f101c8b07f2c0381bc7db79188f0079.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისის ათეულობით ქუჩის მცხოვრებლები 7 ივნისს 14:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების გამო 24 საათზე მეტ ხანს წყლის გარეშე დარჩებიან, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების ქსელი მთლიანად განახლდება, რომელშიც კომპანია 12 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.გამორთვა შეეხება წერეთლის, თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირებს, წინამძღვრიშვილის, რობაქიძის, ბაქრაძის, ნინოშვილის, დიღმის მასივის, ჩალაძის, სურამსკაიას, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ცაბაძისა და მაისელ ქუჩების ნაწილს.ქუჩების სრული ჩამონათვალის ნახვა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია აბონენტებს წინასწარ ეგზავნებათ SMS შეტყობინებების სახით. დეტალური ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 11 11, სოციალურ ქსელში და ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. წერეთლის გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი.წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება შალიკაშვილის 152-მეტრიანი ხიდის, ე.წ დიდუბის ხიდის სრული განახლება, რომელიც 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ არ განახლებულა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიდუბის ხიდი ისე გარემონტდება, რომ უწინდელ სახეს არ დაკარგავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263785418_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5963506055a6242722b60eda2a1929bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
ათასობით თბილისელი 32 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება
GWP წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისის ათეულობით ქუჩის მცხოვრებლები 7 ივნისს 14:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების გამო 24 საათზე მეტ ხანს წყლის გარეშე დარჩებიან, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების ქსელი მთლიანად განახლდება, რომელშიც კომპანია 12 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
გამორთვა შეეხება წერეთლის, თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირებს, წინამძღვრიშვილის, რობაქიძის, ბაქრაძის, ნინოშვილის, დიღმის მასივის, ჩალაძის, სურამსკაიას, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ცაბაძისა და მაისელ ქუჩების ნაწილს.
ქუჩების სრული ჩამონათვალის ნახვა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია აბონენტებს წინასწარ ეგზავნებათ SMS შეტყობინებების სახით. დეტალური ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 11 11, სოციალურ ქსელში და ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. წერეთლის გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება შალიკაშვილის 152-მეტრიანი ხიდის, ე.წ დიდუბის ხიდის სრული განახლება, რომელიც 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ არ განახლებულა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიდუბის ხიდი ისე გარემონტდება, რომ უწინდელ სახეს არ დაკარგავს.