ვიზუალური ტესტი: როგორია თქვენი ახლანდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

© Pexels / MART PRODUCTION
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
ფსიქოლოგების თქმით, ვიზუალური, ანუ ნახატებიანი ტესტები საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანის ქვეცნობიერში დამალული ინფორმაცია გაიშიფროს.
ქვემოთ სწორედ ასეთ ტესტს გთავაზობთ, რომელიც თქვენს ამჟამინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც გამოააშკარავებს და მოკლე პიროვნულ დახასიათებასაც მოგცემთ.
ამოცანა მარტივია: დახედეთ შემოთავაზებულ ცხრა ნახატს და აირჩიეთ ის, რომელიც სხვებზე მეტად მოგწონთ ფერებითა თუ „შინაარსით“.
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი

თუ აირჩიეთ:

ნახატი 1: უდარდელი, მხიარული, მხნე ადამიანი ხართ. ცხოვრება თქვენთვის თავისუფლება და სპონტანურობაა. ცდილობთ დატკბეთ ყოველი წამით. თქვენი დევიზია „ადამიანი ერთხელ ცხოვრობს!"
მზად ხართ ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად, ცოდნისმოყვარე ბრძანდებით და ამასთან ცვლილებებიც გიყვართ. შებოჭილობის გრძნობა, გარემოებებით შეზღუდვა თქვენთვის ყველაზე დიდი სასჯელია.
ნახატი 2: დამოუკიდებელი, უშუალო ადამიანი ხართ და არ ცნობთ არანაირ პირობითობას. ყოველთვის საკუთარი გზით მიდიხართ, არ ცნობთ შეზღუდვებს, რომლებიც ხელს გიშლით კურსის არჩევაში.
გაქვთ არტისტული უნარები, რასაც საქმიანობაშიც ავლენთ და სამსახურისგან თავისუფალ დროსაც. თავისუფლება იმდენად გწყურიათ, რომ ცდილობთ ყოველთვის იმისგან განსხვავებულად მოიქცეთ, ვიდრე თქვენგან ელოდებიან.
გაუაზრებლად არასოდეს მიიღებთ იმას, რაც ახლა „მოდაშია“. ცხოვრობთ თქვენი იდეებისა და შეხედულებების მიხედვით, თუნდაც ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავდეს.
ნახატი 3: გიყვართ ფიქრი და თვითანალიზი. მგრძნობიარე ხართ და სხვებზე ხშირად უღრმავდებით საკუთარ თავსა და ყველაფერს, რაც გარს გაკრავთ.
ვერ იტანთ ზედაპირულობას. გირჩევნიათ მარტო იყოთ, ვიდრე ვიღაცის ფუჭ ლაყბობას უსმინოთ. ხანგრძლივი მარტოობა არ გაწუხებთ — იშვიათად იწყენთ.
მეგობრებთან თქვენი ურთიერთობა იმდენად „გაჯერებულია“, რომ ეს შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიის განცდას გმატებთ, რაც ესოდენ აუცილებელია კარგი განწყობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
ნახატი 4: ცოცხალი, გაწონასწორებული, ჰარმონიული. აფასებთ ბუნებრიობასა და სიმარტივეს. ადამიანები თქვენ გვერდით კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან მყარად დგახარ მიწაზე და შეუძლიათ დაგეყრდნონ.
ვინც თქვენთვის ძვირფასია, ყველას უსაფრთხოების განცდას ანიჭებთ, თუმცა არასდროს ახდენთ ზეწოლას მათზე. ირგვლივ მყოფების თვალში რბილი და თბილი ადამიანი ხართ.
არ გიყვართ კიტჩი, ანუ მდარე და გარეგნულ ეფექტებზე დაფუძნებული ან ბანალური რაღაცები. სკეპტიკურად ეკიდებით მოდის ახირებებს და უპირატესობას პრაქტიკულ და ელეგანტურ სამოსს ანიჭებთ.
ნახატი 5: პრაგმატული, პროფესიონალი, თავდაჯერებული ადამიანი ხართ. აკონტროლებთ ცხოვრებას და ეყრდნობით არა იღბალს, არამედ მხოლოდ საკუთარ ქმედებებს.
პრობლემებს მარტივი გზებით წყვეტთ, ზედმეტი გართულებების გარეშე. რეალისტურად უყურებთ ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს, მტკიცედ ჰკიდებთ ხელს პრობლემების გადაჭრას.
სამსახურში პასუხისმგებლობის დიდ ნაწილს გაკისრებენ, ვინაიდან უფროსობისთვის ძალიან სანდო ადამიანი ხართ — იციან, რომ საქმეს მანამ არ შეეშვებით, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ.
ნახატი 6: მშვიდობიანი, დაფიქრებული, სრულიად არააგრესიული. ურთიერთობებში მარტივი ხართ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ფრთხილი. ადვილად იძენთ მეგობრებს, თუმცა მარტოობა გიყვართ და ძალიან აფასებთ დამოუკიდებლობას.
დროდადრო აუცილებლად გესაჭიროებათ მთელი სამყაროსგან დასვენება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რათა ცხოვრების აზრზე დაფიქრდეთ და მარტოობით დატკბეთ. სწორედ ამიტომ გჭირდებათ საყვარელი სივრცე, სადაც პერიოდულად „დაიმალებით“.
და, მაინც, მარტოსული არ ხართ. თქვენ ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთანაც და გარშემო არსებულ სამყაროსთანაც, აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.
ნახატი 7: თავდაჯერებული ანალიტიკოსი ხართ, რომელზე დაყრდნობაც შესაძლებელია. ელვისებური მგრძნობელობა გეხმარებათ ამოიცნოთ, რა არის რეალური ღირებულება. თქვენ თანდათან იკრებთ გარშემო ნამდვილ „მარგალიტებს“, რომლებიც სხვებს ეპარებათ იმის გამო, რომ თქვენსავით გამჭრიახები არ არიან.
კულტურა განსაკუთრებულ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში. თქვენ გაქვთ საკუთარი სტილი — ექსკლუზიური და ელეგანტური, სამომხმარებლო მოდისგან დაშორებული.
ნახატი 8: რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ. საგნებსა და მოვლენებს რაციონალური თვალსაზრისით არ უყურებთ. თქვენთვის მთავარია ის, თუ რას გკარნახობთ გრძნობები, მნიშვნელოვანია ოცნებები.
თქვენ არ გაინტერესებთ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და მხოლოდ გონიერებას ეყრდნობიან. არ იღებთ არაფერს, რამაც შეიძლება შეზღუდოს თქვენი ემოციებისა და გრძნობების მრავალფეროვნება.
ნახატი 9: დინამიური, აქტიური, ექსტრავერტი ადამიანი ხართ.
გიყვართ ისეთი სამუშაო, რაც რისკებს მოითხოვს. არ უფრთხით საკუთარ თავზე „ძლიერი“ ვალდებულებების აღებას, თუ ეს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული.
გძულთ რუტინა — იმდენად გძულთ, რომ ლამის პარალიზებასაც კი იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0