https://sputnik-georgia.com/20230605/vasingtonis-sahaero-sivrcesi-sesuli-cessna-virjiniasi-camovarda-278277478.html
ვაშინგტონის ცაში უნებართვოდ შეჭრილი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არიან დაღუპულები
ვაშინგტონის ცაში უნებართვოდ შეჭრილი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არიან დაღუპულები
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. კერძო თვითმფრინავი Cessna Citation, რომელმაც ვაშინგტონის თავზე გადაიფრინა და ავიადისპეტჩერების მოთხოვნას არ პასუხობდა, ვირჯინიაში... 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T11:14+0400
2023-06-05T11:14+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
შემთხვევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278277309_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_5e49efa7fe7cb17b66eac873f9884520.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. კერძო თვითმფრინავი Cessna Citation, რომელმაც ვაშინგტონის თავზე გადაიფრინა და ავიადისპეტჩერების მოთხოვნას არ პასუხობდა, ვირჯინიაში ჩამოვარდა და დაიმსხვრა, იუწყება ამერიკული მასმედია.გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის მგზავრებიდან (სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი) ყველა დაიღუპა.ამ დროისათვის უცნობია, რატომ დაფრინავდა თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმით და რატომ არ პასუხობდა მფრინავი დისპეტჩერების მოთხოვნას. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს ცნობით, Cessna Citation ტენესის შტატის მაკარტურის აეროპორტიდან აფრინდა, შემდეგ კი აუხსნელი მიზეზით ლონგ-აილენდის თავზე (ნიუ-იორკის შტატი) კურსიდან გადაიხარა და კოლუმბიისკენ გადაუხვია. საბოლოოდ ის მონტებელოს მახლობლად, ვირჯინიის მთებში ჩამოვარდა წუთში 9 კმ-ზე მეტი სიჩქარით.როგორც „ასოშეიტედ პრესი“ წერს, გამომდინარე იქიდან, რომ Cessna აშშ-ის ცის ერთ-ერთ ყველაზე კონტროლირებად ზონაში, ვაშინგტონის საჰაერო სივრცეში შევიდა, მის ჩასაჭერად ცაში სამხედრო გამანადგურებელი ასწიეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამაც (NORAD).მათი თქმით, F-16-მა Cessna-ს ჩასაჭერად ზებგერითი სიჩქარე განავითარა, რამაც ბგერითი დარტყმა გამოიწვია და ეს ხმა ვაშინგტონის, ვირჯინიისა და მერილენდის მოსახლეობამ გაიგონა.New York Times-ის ცნობით, თვითმფრინავით, რომელიც ფლორიდაში იყო რეგისტრირებული კომპანია Encore Motors of Melbourne Inc-ის სახელზე, კომპანიის ხელმძღვანელ ჯონ რუმპელის ქალიშვილი, 2 წლის შვილიშვილი, მისი ძიძა და პილოტი მგზავრობდნენ. რუმპელის თქმით, ისინი მასთან სტუმრობის შემდეგ საკუთარ სახლში ბრუნდებოდნენ ისტ ჰემპტონში.გამოცემასთან ინტერვიუში რუმპელმა ივარაუდა, რომ თვითმფრინავის კაბინაში შესაძლოა დეჰერმეტიზაცია მომხდარიყო და მფრინავს გონება დაეკარგა.როგორც გაზეთი Washington Post წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ კერძო თვითმფრინავი სამხედრო გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. ამასთან აღინიშნება, რომ გამანადგურებელი F-16 თვითმფრინავის ჩასაჭერად ცაში იმ მომენტში აუშვეს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გოლფს თამაშობდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტს დაუყოვნებლივ ეცნობა Cessna-ს კატასტროფის შესახებ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278277309_626:504:2684:2048_1920x0_80_0_0_0d32bc87d0d0ae36eaeb482b33341c5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. კერძო თვითმფრინავი Cessna Citation, რომელმაც ვაშინგტონის თავზე გადაიფრინა და ავიადისპეტჩერების მოთხოვნას არ პასუხობდა, ვირჯინიაში ჩამოვარდა და დაიმსხვრა, იუწყება ამერიკული მასმედია.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის მგზავრებიდან (სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი) ყველა დაიღუპა.
ამ დროისათვის უცნობია, რატომ დაფრინავდა თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმით და რატომ არ პასუხობდა მფრინავი დისპეტჩერების მოთხოვნას.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს ცნობით, Cessna Citation ტენესის შტატის მაკარტურის აეროპორტიდან აფრინდა, შემდეგ კი აუხსნელი მიზეზით ლონგ-აილენდის თავზე (ნიუ-იორკის შტატი) კურსიდან გადაიხარა და კოლუმბიისკენ გადაუხვია. საბოლოოდ ის მონტებელოს მახლობლად, ვირჯინიის მთებში ჩამოვარდა წუთში 9 კმ-ზე მეტი სიჩქარით.
როგორც „ასოშეიტედ პრესი“ წერს, გამომდინარე იქიდან, რომ Cessna აშშ-ის ცის ერთ-ერთ ყველაზე კონტროლირებად ზონაში, ვაშინგტონის საჰაერო სივრცეში შევიდა, მის ჩასაჭერად ცაში სამხედრო გამანადგურებელი ასწიეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამაც (NORAD).
„ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, 4 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის გამანადგურებელი F-16 ცაში აფრინდა თვითმფრინავ Cessna Citation V-ის ჩასაჭერად, რომელიც ვაშინგტონისა და ჩრდილოეთ ვირჯინიის ცაზე დაფრინავდა და სიგნალს არ იძლეოდა“, – ნათქვამია NORAD-ს განცხადებაში.
მათი თქმით, F-16-მა Cessna-ს ჩასაჭერად ზებგერითი სიჩქარე განავითარა, რამაც ბგერითი დარტყმა გამოიწვია და ეს ხმა ვაშინგტონის, ვირჯინიისა და მერილენდის მოსახლეობამ გაიგონა.
New York Times-ის ცნობით, თვითმფრინავით, რომელიც ფლორიდაში იყო რეგისტრირებული კომპანია Encore Motors of Melbourne Inc-ის სახელზე, კომპანიის ხელმძღვანელ ჯონ რუმპელის ქალიშვილი, 2 წლის შვილიშვილი, მისი ძიძა და პილოტი მგზავრობდნენ. რუმპელის თქმით, ისინი მასთან სტუმრობის შემდეგ საკუთარ სახლში ბრუნდებოდნენ ისტ ჰემპტონში.
გამოცემასთან ინტერვიუში რუმპელმა ივარაუდა, რომ თვითმფრინავის კაბინაში შესაძლოა დეჰერმეტიზაცია მომხდარიყო და მფრინავს გონება დაეკარგა.
როგორც გაზეთი
Washington Post წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ კერძო თვითმფრინავი სამხედრო გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
ამასთან აღინიშნება, რომ გამანადგურებელი F-16 თვითმფრინავის ჩასაჭერად ცაში იმ მომენტში აუშვეს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გოლფს თამაშობდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტს დაუყოვნებლივ ეცნობა Cessna-ს კატასტროფის შესახებ.