https://sputnik-georgia.com/20230605/somxet-azrebaijanis-konfliqti-278282873.html
სომხეთმა და აზებაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა წლის ბოლომდე გააფორმონ
სომხეთმა და აზებაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა წლის ბოლომდე გააფორმონ
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა წლის ბოლომდე გაფორმდეს, განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა... 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T13:37+0400
2023-06-05T13:37+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
კავკასია
სომხეთი
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
ვითარება ყარაბაღში
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/21/247572192_0:176:3017:1873_1920x0_80_0_0_328ceeab41bd8db0c74ea01d06dd9c6a.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა წლის ბოლომდე გაფორმდეს, განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.მისი თქმით, სომხეთი დადებითად აფასებს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 1 ივნისს გამართულ ლიდერთა შეხვედრას, ვინაიდან ეს „კარგი შესაძლებლობა იყო სამშვიდობო დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის“, რასაც სომხეთი მიესალმება.გრიგორიანის თქმით, საკომუნიკაციო გზების განბლოკვაში არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა ჩართული პარტნიორისთვის ნათელია: „საზღვრები იქნება სომხური მხარის კონტროლის ქვეშ, ანუ განბლოკვის დროს სომხეთის საზღვრის კონტექსტში კონტროლს მხოლოდ სომხური სამსახურები განახორციელებენ“.შეკითხვაზე პასუხად, რატომ გაგრძელდა მანამდე მოსკოვში პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს, გრიგორიანმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე შუამავალს, ანუ მოლაპარაკებების მომწყობ მხარეს უნდა ჰკითხონ.14 მაისს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ვიცე-პრემიერების შეხვედრა გადაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხების მოსაგვარებლად. შეხვედრაზე, რომელიც 3 ივნისს შედგა, მხარეებმა საერთო პოზიცია ჩამოაყალიბეს ერასხი-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის კონკრეტულ ნაბიჯებზე.ამასთან გასულ კვირაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების იმგვარი პროექტი, რომლის ხელმოწერაც შესაძლებელი იქნებოდა, ჯერჯერობით არ არსებობს.აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიული დავა მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარეობს, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილია, თუმცა სსრკ-ის დაშლის შემდეგ სომხებმა, რომლებიც ყარაბაღში უმრავლესობას შეადგენენ, 1991 წელს ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას გაეროს წევრი არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს. წყარო: „Sputnik სომხეთი“
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24757/21/247572192_143:0:2874:2048_1920x0_80_0_0_31f62325ee37ecc5c79a0cf64650ae1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , მსოფლიოს ახალი ამბები
კავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, ვითარება ყარაბაღში , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა წლის ბოლომდე გაფორმდეს, განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
„მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და თუ ამ კურსს შევინარჩუნებთ, არის შესაძლებლობა, წლის ბოლოს სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს“, — აღნიშნა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, სომხეთი დადებითად აფასებს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 1 ივნისს გამართულ ლიდერთა შეხვედრას, ვინაიდან ეს „კარგი შესაძლებლობა იყო სამშვიდობო დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის“, რასაც სომხეთი მიესალმება.
გრიგორიანის თქმით, საკომუნიკაციო გზების განბლოკვაში არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა ჩართული პარტნიორისთვის ნათელია: „საზღვრები იქნება სომხური მხარის კონტროლის ქვეშ, ანუ განბლოკვის დროს სომხეთის საზღვრის კონტექსტში კონტროლს მხოლოდ სომხური სამსახურები განახორციელებენ“.
შეკითხვაზე პასუხად, რატომ გაგრძელდა მანამდე მოსკოვში პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს, გრიგორიანმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე შუამავალს, ანუ მოლაპარაკებების მომწყობ მხარეს უნდა ჰკითხონ.
14 მაისს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ვიცე-პრემიერების შეხვედრა გადაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხების მოსაგვარებლად. შეხვედრაზე, რომელიც 3 ივნისს შედგა, მხარეებმა საერთო პოზიცია ჩამოაყალიბეს ერასხი-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის კონკრეტულ ნაბიჯებზე.
ამასთან გასულ კვირაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების იმგვარი პროექტი, რომლის ხელმოწერაც შესაძლებელი იქნებოდა, ჯერჯერობით არ არსებობს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიული დავა მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარეობს, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილია, თუმცა სსრკ-ის დაშლის შემდეგ სომხებმა, რომლებიც ყარაბაღში უმრავლესობას შეადგენენ, 1991 წელს ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას გაეროს წევრი არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს.