მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters: მოსკოვი უკრაინის შეტევაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevski / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს ფრონტის ხუთ წერტილში და ასობით უკრაინელი სამხედრო გაანადგურეს, სიმართლეს არ შეესაბამება, იუწყება სააგენტო Reuters კიევის რეაქციებზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო წერს, მან ვერ მოახერხა რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მყისიერი გადამოწმება, ვინაიდან უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მაშინვე არ უპასუხა მათ წერილობით შეკითხვას.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა სირსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის რაიონში განაგრძობენ წინსვლას, თუმცა კონტრშეტევაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ხოლო უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ ინფორმაციაში საუბარი იყო „მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში მომხდარ 29 შეტაკებაზე“.

„უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი პირდაპირ რუსულ განცხადებას არ გამოხმაურებია, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი სიცრუის გავრცელებას ცდილობს“, — იუწყება სააგენტო.

ამის პარალელურად „რია ნოვოსტი“ წერს, რომ უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ მათ „ასეთი ინფორმაცია არ გააჩნიათ და მსგავს სიყალბეზე კომენტარს ვერ გააკეთებენ“.
მანამდე რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დილის ოთხ საათზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს სამხრეთ დონეცკის მიმართულებით, თუმცა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს. უწყების ცნობით, „სულ ამოქმედებული იყო მოწინააღმდეგის ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი“, რომელთა მიზანი რუსული არმიის თავდაცვის გარღვევა იყო.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0