გაყინული ლიმონის უცნობი თვისებები: დაივიწყეთ, რაც აქამდე იცოდით

© Pexels / Natiლიმონი კალათში
ლიმონი კალათში - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თუ ლიმონს წინდაწინ გაყინავთ და შემდეგ კანიანად გამოიყენებთ, მისი სასარგებლო თვისებებით უდანაკარგოდ ისარგებლებთ, წერს გამოცემა Türkiye Newspaper სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, გაყინული ლიმონი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და სასიცოცხლო ტონუსის შენარჩუნებას.

გარდა ამისა, გაყინული ლიმონი:

აღადგენს კანს — მონაწილეობს რა კოლაგენის სინთეზში, ხელს უწყობს ნაადრევი დაბერების თავიდან აცილებას;
ამაგრებს ძვლებსა და მყესებს;
მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი;
ეხმარება სხვა სასარგებლო ნივთიერებების, მაგალითად, რკინის უკეთ ათვისებას;
იცავს ორგანიზმს არაერთი დეგენერაციული დაავადებისგან;
გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ;
ებრძვის ბაქტერიებს, სოკოებსა და ინფექციებს;
ებრძვის გრიპსა და გაციებებს, ვინაიდან იმუნიტეტს აძლიერებს;
აღკვეთს ცინგას (სურავანდი) — მწვავე დაავადებას, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ არარსებობა;
აჩქარებს ჭრილობების შეხორცებასა და დამწვრობების მოშუშებას;
ეხმარება გულის ჯანმრთელობას და ებრძვის გულის დაავადებების განვითარებას;
ხელს უწყობს წონაში კლებას, აჩქარებს რა მეტაბოლიზმს და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას ორგანიზმში.

როგორ გამოვიყენოთ გაყინული ლიმონი

დატოვეთ ლიმონი საყინულეში ერთი ღამით, შემდეგ გამოიღეთ, კანიანად გახეხეთ და გამოიყენეთ კერძების ან სასმელების მოსამზადებლად, იქნება ეს ლიმონათი, თევზის კერძები, სუპები, სალათები თუ სხვა.
შეგიძლიათ გაყინული და გახეხილი ლიმონი ისევ საყინულეში შეინახოთ და საჭიროებისამებრ დაამატოთ საკვებს.
წყარო: Türkiye Newspaper
ყველა ახალი ამბავი
0