მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიკი ჰეილიმ ტრამპი და დესანტისი უკრაინის მიმართ პოზიციის გამო გააკრიტიკა

CC BY-SA 2.0 / Gage Skidmore / Nikki Haley ნიკი ჰეილი
  ნიკი ჰეილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა ნიკი ჰეილიმ მისი თანაპარტიელი კონკურენტები — ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს პირდაპირ ეპასუხათ კითხვაზე, სურთ თუ არა უკრაინის გამარჯვება რუსეთთან დაპირისპირებაში.
ჰეილის შეხვედრა ამომრჩევლებთან CNN-ის ეთერით გადაიცემოდა.
მანამდე დონალდ ტრამპმა, რომელიც ამ დროისათვის რესპუბლიკური პარტიის ფავორიტია, განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა სურს და ხაზი გაუსვა, რომ შეუძლია უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას მიაღწიოს.
რაც შეეხება დესანტისს, ტრამპის უახლოეს კონკურენტს, ახლახან მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს ომის დასრულებას და იმედოვნებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება 2025 წლის იანვრამდე, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დასრულდება.
ჰეილიმ დესანტისი იმის გამო გააკრიტიკა, რომ უკრაინის მოვლენებს მან „ტერიტორიული დავა“ უწოდა. ამ კომენტარმა ფლორიდის გუბერნატორის წინააღმდეგ ნეგატიური ტალღა ააგორა, რის გამოც მან მოგვიანებით უარყო თავისი სიტყვები.
ნიკი ჰეილის თქმით, გარდა იმისა, რომ „რუსეთის აგრესიას არ შეიძლება ეწოდოს ტერიტორიული დავა“, ასევე არ შეიძლება, რომ შეერთებულ შტატებს ამ საკითხში ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან „უკრაინის გამარჯვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის“.
ამასთან, ამერიკული მედია ხაზს უსვამს, რომ რესპუბლიკელების მომხრეთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტის უპირველესი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა იყოს.
გარდა უკრაინის საკითხისა, ჰეილიმ დონალდ ტრამპი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ექს-პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოში ფხენიანის არჩევა მიულოცა. მისი თქმით, აშშ დიქტატორებს არაფერს არ უნდა ულოცავდეს.
რესპუბლიკელთა შორის ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა, 51 წლის ჰეილიმ, რომელიც მანამდე სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო, საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის შესახებ თებერვალში გამოაცხადა. მის კონკურენტებს შორის, ტრამპისა და დესანტისის გარდა, არის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც.
Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამ დროისათვის პოტენციური რესპუბლიკელი ამომრჩევლების ფავორიტი დონალდ ტრამპია, რომელსაც 49%-იანი მხარდაჭერა აქვს. შემდეგ მოდის დესანტისი, რომელსაც რესპუბლიკელების 19% უჭერს მხარს. რაც შეეხება ჰეილის, მისთვის ხმის მისაცემად ჯერჯერობით რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 4%-ია მზად.
ყველა ახალი ამბავი
0