https://sputnik-georgia.com/20230605/martvilis-okaces-kanionebis-monaxuleba-ramitac-iqneba-sesazlebeli-278293878.html
მარტვილისა და ოკაცეს კანიონების მონახულება ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი
მარტვილისა და ოკაცეს კანიონების მონახულება ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი
Sputnik საქართველო
3D განათების სისტემის დამონტაჟების შემდეგ ტურისტებისთვის ორი პოპულარული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის ნახვის დრო გახანგრძლივდა. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T18:58+0400
2023-06-05T18:58+0400
2023-06-05T21:28+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_0:217:1242:916_1920x0_80_0_0_e55d3f4e18a8df0b5db0fb377193faa1.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. პირველად საქართველოში მარტვილის კანიონისა და ოკაცეს კანიონში ჩანჩქერის მონახულება განათების თანამედროვე სისტემის წყალობით ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა პრესკონფერენციაზე. ბუნებაში მოგზაურობა რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ აქამდე მარტვილის კანიონის ტერიტორიის მონახულება 19:00 საათამდე იყო დაშვებული. ახლა კი, 3D განათების სისტემის დამონტაჟების შემდეგ ამ ტერიტორიებზე ვიზიტორების შეშვება 22:00–23:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, აღნიშნა ხახიშვილმა. ღამის საათებში ამ ადგილების მონახულება სრულიად განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს დატოვებს ადამიანებზე, აღნიშნა მან. მარტვილის კანიონი ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სოფელ გაჭედილის სამხრეთით. კანიონში მიედინება მდინარე აბაშა. თავად კანიონი ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც მეჩეჩით იყოფა. ზედა ნაწილში ნავებით სეირნობაა შესაძლებელი, ქვემოთ კი ცურვის მსურველები იყრიან ხოლმე თავს. ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_218:269:1081:916_1920x0_80_0_0_9247dec838d6af62af55e40461cd6936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მარტვილისა და ოკაცეს კანიონების მონახულება ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი
18:58 05.06.2023 (განახლებულია: 21:28 05.06.2023) 3D განათების სისტემის დამონტაჟების შემდეგ ტურისტებისთვის ორი პოპულარული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის ნახვის დრო გახანგრძლივდა.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. პირველად საქართველოში მარტვილის კანიონისა და ოკაცეს კანიონში ჩანჩქერის მონახულება განათების თანამედროვე სისტემის წყალობით ღამის საათებშიც იქნება შესაძლებელი, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ბუნებაში მოგზაურობა რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ აქამდე მარტვილის კანიონის ტერიტორიის მონახულება 19:00 საათამდე იყო დაშვებული. ახლა კი, 3D განათების სისტემის დამონტაჟების შემდეგ ამ ტერიტორიებზე ვიზიტორების შეშვება 22:00–23:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, აღნიშნა ხახიშვილმა.
„ესაა სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ. ვიზიტორები საღამოს საათებშიც შეძლებენ იხილონ როგორც მარტვილის კანიონი, ასევე ოკაცეს ჩანჩქერი", – განაცხადა ხახიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის" პრეს-კლუბში.
ღამის საათებში ამ ადგილების მონახულება სრულიად განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს დატოვებს ადამიანებზე, აღნიშნა მან.
მარტვილის კანიონი ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სოფელ გაჭედილის სამხრეთით. კანიონში მიედინება მდინარე აბაშა. თავად კანიონი ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც მეჩეჩით იყოფა. ზედა ნაწილში ნავებით სეირნობაა შესაძლებელი, ქვემოთ კი ცურვის მსურველები იყრიან ხოლმე თავს.
ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.