„ეს სიმბოლურია“ - პრემიერი ტურიზმის მსოფლიო დღის საქართველოში აღნიშვნის შესახებ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
ტურიზმის მსოფლიო დღე 30 წელიწადია აღინიშნება, 2022 წელს ღონისძიება 27 სექტემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკა და მისი ჩატარების ადგილი შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ევროპის კომისიის გადაწყვეტილებას 2024 წელს ამ ღონისძიების მასპინძელ ქვეყანად საქართველოს გამოცხადების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ჩვენ ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი. სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი დღის ჩასატარებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
მანამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 2024 წელს საქართველოში ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენისთვის.
2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს >>
ტურიზმის მსოფლიო დღე 30 წელიწადია აღინიშნება, 2022 წელს ღონისძიება 27 სექტემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა.
ყოველწლიური დღესასწაული მიზნად ისახავს ტურიზმის პოპულარიზაციას, მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკაში მისი წვლილის ხაზგასმას და სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0