https://sputnik-georgia.com/20230605/east-point------------278308266.html
East Point-ში ნაღმი ვერ იპოვეს - სავაჭრო ცენტრი მუშაობას დილით განაახლებს
East Point-ში ნაღმი ვერ იპოვეს - სავაჭრო ცენტრი მუშაობას დილით განაახლებს
Sputnik საქართველო
დღეს სასამართლოებში, სავაჭრო ცენტრებში და ორ სკოლაში ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რის შემდეგაც შენობებიდან ევაკუაცია დაიწყო 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T23:50+0400
2023-06-05T23:50+0400
2023-06-06T01:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/31/239313188_0:137:2000:1262_1920x0_80_0_0_b9addc000fa1b52f6d963ffee64b8110.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სავაჭრო ცენტრ East Point-ში მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია, ნათქვამია სავაჭრო ცენტრის განცხადებაში.რამდენიმე საათის წინ East Point-ის საინფორმაციო ცენტრში შევიდა შეტყობინება შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების მიხედვით 112-ის სამსახურს დაუკავშირდნენ და მომხმარებლების ევაკუაცია განახორციელეს.სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ 10:00 საათიდან განაახლებს.ასევე ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ. ორშაბათს დილით სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.შსს-მ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.დღეს თბილისის, ქუთაისისა და გორის სასამართლოებშიც მიიღეს ანონიმური შეტყობინებები შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შენობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. შენობებში სპეცსამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულის" ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ასევე ანონიმური შეტყობინება შევიდა ბომბის არსებობის შესახებ.ასევე გავრცელდა ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ თელავის სასამართლოდან.ორშაბათს, დილით ასეთი ანონიმური შეტყობინება შევიდა აგრეთვე თბილისის ორ კერძო სკოლაში.ანალოგიური შეტყობინებები შევიდა „თბილისი მოლში“ და „გლდანი მოლში“, სადაც ასევე ევაკუაცია გამოცხადდა.„გლდანი მოლში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხვალიდან სავაჭრო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 10 საათზე განაახლებს.18:00 საათზე ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შეტყობინება შევიდა „თბილისი ცენტრალში“, ახლა ადგილზე კინოლოგები მუშაობენ და შენობის შემოწმება მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ დილით 9 საათზე განაახლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/31/239313188_112:0:1933:1366_1920x0_80_0_0_35ccdb8c8b714c41ca6306b84dcb0cd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
East Point-ში ნაღმი ვერ იპოვეს - სავაჭრო ცენტრი მუშაობას დილით განაახლებს
23:50 05.06.2023 (განახლებულია: 01:00 06.06.2023) დღეს სასამართლოებში, სავაჭრო ცენტრებში და ორ სკოლაში ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რის შემდეგაც შენობებიდან ევაკუაცია დაიწყო
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სავაჭრო ცენტრ East Point-ში მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია, ნათქვამია სავაჭრო ცენტრის განცხადებაში.
რამდენიმე საათის წინ East Point-ის საინფორმაციო ცენტრში შევიდა შეტყობინება შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების მიხედვით 112-ის სამსახურს დაუკავშირდნენ და მომხმარებლების ევაკუაცია განახორციელეს.
„უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და შედგენილია შესაბამისი ოქმი“, - ნათქვამია განცხადებაში.
სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ 10:00 საათიდან განაახლებს.
ასევე ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ. ორშაბათს დილით სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
შსს-მ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
დღეს თბილისის, ქუთაისისა და გორის სასამართლოებშიც მიიღეს ანონიმური შეტყობინებები შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შენობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. შენობებში სპეცსამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულის" ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ასევე ანონიმური შეტყობინება შევიდა ბომბის არსებობის შესახებ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ თელავის სასამართლოდან.
ორშაბათს, დილით ასეთი ანონიმური შეტყობინება შევიდა აგრეთვე თბილისის ორ კერძო სკოლაში.
ანალოგიური შეტყობინებები შევიდა „თბილისი მოლში“ და „გლდანი მოლში“, სადაც ასევე ევაკუაცია გამოცხადდა.
„გლდანი მოლში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხვალიდან სავაჭრო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 10 საათზე განაახლებს.
18:00 საათზე ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შეტყობინება შევიდა „თბილისი ცენტრალში“, ახლა ადგილზე კინოლოგები მუშაობენ და შენობის შემოწმება მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ დილით 9 საათზე განაახლებს.