ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ალმათის გარდა, ფრენები სრულდება ასტანიდან, ატირაუდან, აქთაუდან და შიმკენტიდან.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო.
ეს უკვე მეხუთე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები განხორციელდება.

„ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი სეგმენტი და მიმართულება. თქვენ იცით, რომ ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც ყველაზე მეტად დაკავშირებულია ევროპასთან და ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ ისეთი ახალი სეგმენტები, როგორიცაა აზიის და აღმოსავლეთის მიმართულებები“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ჟურნალისტებთან.

5 ივნისს ალმათიდან შესრულებულ პირველ რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ.
FlyArystan კვირაში 15 რეისს ასრულებს. ალმათის გარდა, ფრენები ხორციელდება ასტანიდან, ატირაუდან, აქთაუდან და შიმკენტიდან.
ყველა ახალი ამბავი
0