https://sputnik-georgia.com/20230604/batumsi-ert-erti-restornis-mflobelma-mimtani-scema-dawyebulia-gamozieba-278272751.html
ბათუმში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა მიმტანი სცემა: დაწყებულია გამოძიება
ბათუმში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა მიმტანი სცემა: დაწყებულია გამოძიება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“. 04.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-04T21:55+0400
2023-06-04T21:55+0400
2023-06-04T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24827/33/248273302_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_c8f08b26bac5af862eb0698fb1525f71.jpg
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს სიტყვიერად და ფიზიკურად რესტორანში კაცი მიმტანზე. ჩანაწერის მიხედვით, მოძალადე მამაკაცი რესტორან „რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძეა.როგორც მოქალაქე მარია ზოიძე სოციალურ ქსელში წერს, ის ამავე რესტორანში მენეჯერი იყო, თუმცა არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, რესტორნის მფლობელმა მას სტუმრების თანდასწრებით შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24827/33/248273302_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_c4d893876a884eebaf112b88b23e8389.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი
ბათუმში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა მიმტანი სცემა: დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს სიტყვიერად და ფიზიკურად რესტორანში კაცი მიმტანზე. ჩანაწერის მიხედვით, მოძალადე მამაკაცი რესტორან „რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძეა.
როგორც მოქალაქე მარია ზოიძე სოციალურ ქსელში წერს, ის ამავე რესტორანში მენეჯერი იყო, თუმცა არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, რესტორნის მფლობელმა მას სტუმრების თანდასწრებით შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
„გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. „რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ, სადაც საჭიროა“, - წერს მარია ზოიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.