თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა ბიშკეკში ორი ოქროს მედალი მოიპოვა

© AFP 2024 / JACK GUEZგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2023
გამოწერა
გუშინ ბიშკეკის ტურნირზე ოქროს მედალს ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik.საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, მირიან მაისურაძემ (92 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
ბიშკეკში მიმდინარეობს ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში.
მაისურაძემ ფინალში მონღოლი განბაატარი 6:1 დაამარცხა, გამყრელიძემ კი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე საიპუდინოვს 3:2 სძლია.
ფინალურ ბლოკში ვერცხლის მედალს დასჯერდა შოთა ფარტენაძე ( 61კგ), შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე კი ანდრო მარგიშვილი (92 კგ) გავიდა.
გუშინ ბიშკეკის ტურნირზე ოქროს მედალს ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.
ყირგიზეთის დედაქალაქში ორი დღის წინ დასრულებულ შეჯიბრებაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ტურნირის ჩემპიონები ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0